რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ჯერჯერობით პირველი გუნდია, რომელმაც ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სარეიტინგო ქულების მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს "ჩიხურამ" დინამო არენაზე" "ფოლა ეში" 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ "ჩიხურამ" სტუმრადაც იმავე ანგარიშით იმარჯვა.

საჩხერელების მომდევნო მეტოქე "აბერდინსა" და "როვანიემს" შორის გამარჯვებული იქნება.

"ჩიხურამ" "ფოლა ეშის" შინ დამარცხებით 0.25 ქულა მიიღო. ორი მატჩის მოგების ჯამში საჩხერელებმა საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში უკვე 0.5 ქულა შემატეს.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის 0.25 ქულას იღებენ, ხოლო ფრისთვის
- 0.125 ქულას.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "ჩიხურა" - 0.5 ქულა (2 მოგება)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 1 მარცხი)
  • "დინამო" (თბ) - 0.25 (1 მოგება)
  • "ტორპედო" - 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.0 ქულა

როგორც ხედავთ, საქართველოს მიმდინარე სეზონში უკვე 1 ქულა აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს 4.5 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით 48-ე ადგილი გვიკავია. პროგრამა-მინიმუმი, რა თქმა უნდა, წინა სეზონის მაჩვენებლის გაუმჯობესება უნდა იყოს. მაშინ ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოიპოვეს, რაც დიდწილად ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" დამსახურება იყო.

ფინანსები

ახლა კი დავთვალოთ, რა თანხა გამოიმუშავა "ჩიხურამ". ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე მონაწილეობისთვის საჩხერელებს 240 000 ევრო ერგებათ.

ხოლო მეორე ეტაპზე მონაწილეობისთვის "ჩიხურა" 260 000 ევროს მიიღებს.

ჯამში "ჩიხურამ" უკვე ნახევარი მილიონი ევრო გაინაღდა, რაც დღევანდელი კურსით 1 607 100 ლარია.

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
გულით ვულოცავ მოგებას "ჩიხურას", ზოგადად ქართული ფეხბურთის მოყვარული და გულშემატკივარი ვარ.
მაინტერესებს ,და იქნებ ვინმემ იცოდეს გამომუშავებულ თანხებსაც არ ხარმავნე შემდეგში კლუბის განსავითარებლად?
Daviti
20:02 18-07-2019
0
შემდეგ სეზონზე იმედია ჩიხურა აღარ იქნება ევროტურნირებზე კი ბევრი ქულა მოგვიტანა და ყოველთვის ღირსეულად გამოდის მაგრამ ისიც სათქმელია რო ფოლა სუსტი გუნდია და სხვა გუნდებიც მოუგებდნენ ხოლო თუ ასე არ გაძლიერდა გუნდი ყოველთვის ასეთი მეტოქეები არ გვეყოლება
12

სიახლეები პოპულარული