როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის - "ტორპედო" "ორდაბასისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ტორპედომ" პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგო, რაც საგანგაშო ნამდვილად არ გახლდათ, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ, არც "ორდაბასი" წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდის ლამის სრულად გადახალისების და შეუთამაშებლობის გამო პრობლემას წარმოადგენდა, რამეთუ შეტევაში თავი ვერაფრით წარმოაჩინა და თბილისში მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდა გასატანი. მეტოქე მშვიდად დაუხვდებოდა და შანსის გამოყენებას შეეცდებოდა. გოლის გაშვება კი მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

"ტორპედომ" დებიუტში პრესინგს მიმართა, შეუტია, დოლიძემ შორიდან დაარტყა კიდეც,
მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში მასვე ჰქონდა ჩინებული შანსი, თუმცა ახლო მანძილიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, სტუმრები თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ და იშვიათად გადადიოდნენ კონტრიერიშებზე.

მოკლედ, შეხვედრა სტუმართათვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, ქუთაისელთა შეტევები მინავლდა, შეცვლაზე შესულმა ბადიბანგამ კი კვასხვაძის კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

79-ე წუთზე "ტორპედოს" მწვრთნელი ჩხეტიანი ვა-ბანკზე წავიდა, ტაბატაძე იონანიძით შეცვალა, მაგრამ ქუთაისელებმა გოლები იქით მიიღეს და 0:2 დამარცხდნენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ტორპედო - ორდაბასი 0:2
გოლები: 0:1 მეჰანოვიჩი (81), 0:2 ბადიბანგა (90+4)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (იონანიძე 79), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ნებიერიძე, ცინცაძე, ფონიავა, კობახიძე, კაპანაძე (ჩოგაძე 61), დოლიძე (ციცქიშვილი 59)

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, ფონტანელო, მალი, ერლანოვი, ბისტროვი, კოვალჩუკი (მეჰანოვიჩი 70), დიახატე, მალანგუ, დოსმაგამბეტოვი, ჟოაო პაულუ, შეტკინი (ბაბადინგა 62)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ცხადაძის სიცილი რა უბედურება იყო??გაგიხრდა დაშლილ გუნდს რო მოუგეე???ცოტა დასტოინად მოქცეულიყო ჯობდა,ისედაც გადიოდა მაგის გუნდი და რა აცინებდა ასე გულიანად,ფარისევლურად მაინც მოქცეულიყო და ყოფილიყო ჩუმად,შადიმანი კაცი ეგ,მაგრა გამაღიზიანა მისმა საქციელმა,ჯერ პირველ რიგში ქართველი ხარ და მერე ორდბასის მწვრთნელი,ხთფუი რააა,აღარ ვცემ ამ კაცს პატივს...
დავით
01:50 19-07-2019
6
თითქოს კაცები ბავშვებს ეთამაშებოდენ
Racha
01:56 19-07-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული