საქართველოს ნაკრების წევრი ჯაბა ჯიღაური კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "ლელოს" "დინამოს" გენერალურმა სპონსორმა, "ლამინი ჯგუფის" მფლობელმა არჩილ ბერიძემ დაუდასტურა.
ბერიძის თქმით, ჯიღაური საქართველოს ჩემპიონატში თამაშს არ აპირებდა, თუმცა ბათუმელებმა მას კარგი პირობები შესთავაზეს და კლუბთან 2.5 წლით გააფორმა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ ჯიღაურის ბოლო კლუბი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბი "გრენობლი" იყო, სადაც 13 მატჩი ითამაშა.