21 ივლისს ქართველების "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვში "დინამო" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
მწვრთნელმა შარონოვმა სასტარტო შემადგენლობაში ქართული ტრიოდან კვლავ მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი დააყენა, 36-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბაშკიროვს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები არ გატყდნენ.
შესვენების შემდეგ ბექა მიქელთაძემ ისლანდიელი კიარტანსონი შეცვალა, რომელიც ორიოდ დღის წინ "როსტოვიდან" იჯარით აიყვანეს. ხვიჩა კვარაცხელია 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ბოლოს ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო მასპინძელი და ვინ სტუმარი, ვინ იყო კაცნაკლული და ვინ არა, რადგან ყაზანელებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ და შედეგსაც მიაღწიეს - ბოლო წუთზე მიქელთაძის წამოწყებული და კვარაცხელიას გაგრძელებული კონტრშეტევა თავად ბექამ დააგვირგვინა.
ასე და ამგვარად, "რუბინი" მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სახლში 4 ქულით ხელდამშვენებული ბრუნდება - პირველ ტურში "ლოკომოტივთან" კვარაცხელიას გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.
ნუ დაგავიწყდებთ, რომ ეს გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნა და ქართველი ლეგიონერები მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც გუნდში არიან. ვერაფერს იტყვი, მათი დებიუტი მართლაც შთამბეჭდავია.
მოსკოვი. "ВТБ არენა". 17 135 მაყურებელი
დინამო - რუბინი 0:1
გოლი: მიქელთაძე (90+3)
championat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს
ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]
"ანორთოსისი", თემურ ქეცბაია, "რუბინი" და მამუკა ჯუღელი - ინტერვიუ ბექა მიქელთაძესთან
ზურიკო დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა [VIDEO]
"რუბინის" მწვრთნელები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არდაყენებას განმარტავენ