რუსეთის ჩემპიონატში ქართველების "რუბინის" მიერ "დინამოს" დამარცხებას (1:0) და ბექა მიქელთაძის გატანილ გოლს championat.com-მა სტატია მიუძღვნა.
"რუბინი" მეტ-ნაკლებად ცნობილი და ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელების გაქცევის და რაც მთავარია, ნებაყოფლობით გუნდის გურუს, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ ბევრმა ცოცხლად დამარხა. მწვრთნელის ლიცენზიის არმქონე ატამან შარონოვის მიერ სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ კი მოსკოვიდან ექვსი შესაძლებლიდან ოთხი ქულა წაიღო.
პირველი ტაიმის შუაში ბაშკიროვის გაძევებამ სტუმრების არჩეული კურსისაგან არგადახვევა არ გამოიწვია, მაშინ, როდესაც მასპინძლებს რიცხობრივმა უპირტესობამ დათვური სამსახური გაუწია. უკეთესად მეტოქე ათამაშდა!
შარონოვმა ორმაგი ცვლილებით ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. გაზონზე მიქელთაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შევარდა. ალღომ ახალგაზრდა მწვრთნელს არ უმტყუნა: ქართველმა ჯიგიტებმა "დინამოსთვის" მომაკვდინებელ საღამოს ბოლო შეტევაში მიიღეს მონაწილეობა. კვარაცხელიამ იერიში წამოიწყო, მიქელთაძემ კი 21 წლის ახლგაზრდისთვის გასაკვირი თავდაჯერებულობით დაასრულა.
"რუბინი" მოსკოვში მოპოვებული 4 ქულისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს. გუნდის ყურება ისევ საინტერესოა. მისი ფეხბურთი მოსაწყენი არაა, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა. გინდ ლიცენზიით და გინდ მის გარეშე".
P.S.
შემდეგ სტატიაში დაწერენ "ლეზგინკა" იცეკვეს და "ლეზგინკის" ცეკვით აღნიშნეს გამარჯვებაო.
ძალიან მინდა შევაგინო რუსები, მაგრამ მერე მოდერატორი წაშლის კომენტარს :)