championat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატში ქართველების "რუბინის" მიერ "დინამოს" დამარცხებას (1:0) და ბექა მიქელთაძის გატანილ გოლს championat.com-მა სტატია მიუძღვნა.

"რუბინი" მეტ-ნაკლებად ცნობილი და ბაზარზე მოთხოვნადი ფეხბურთელების გაქცევის და რაც მთავარია, ნებაყოფლობით გუნდის გურუს, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ ბევრმა ცოცხლად დამარხა. მწვრთნელის ლიცენზიის არმქონე ატამან შარონოვის მიერ სახელდახელოდ  შეკრებილმა ბანდამ კი მოსკოვიდან ექვსი შესაძლებლიდან ოთხი ქულა წაიღო.

პირველი ტაიმის შუაში ბაშკიროვის გაძევებამ სტუმრების არჩეული კურსისაგან არგადახვევა არ გამოიწვია, მაშინ, როდესაც მასპინძლებს რიცხობრივმა უპირტესობამ დათვური სამსახური გაუწია. უკეთესად მეტოქე ათამაშდა!

შარონოვმა ორმაგი ცვლილებით ოპერატიულად მოახდინა
რეაგირება. გაზონზე მიქელთაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შევარდა. ალღომ ახალგაზრდა მწვრთნელს არ უმტყუნა: ქართველმა ჯიგიტებმა "დინამოსთვის" მომაკვდინებელ საღამოს ბოლო შეტევაში მიიღეს მონაწილეობა. კვარაცხელიამ იერიში წამოიწყო, მიქელთაძემ კი 21 წლის ახლგაზრდისთვის გასაკვირი თავდაჯერებულობით დაასრულა.

"რუბინი" მოსკოვში მოპოვებული 4 ქულისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს. გუნდის ყურება ისევ საინტერესოა. მისი ფეხბურთი მოსაწყენი არაა, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა. გინდ ლიცენზიით და გინდ მის გარეშე".




მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარი ამბავია )) ყოჩაღ ბიჭებო.ვნახოთ მეორე ქართული ტრიო რას იზამს დებიუტში ,ბელგიის სამ გიორგის ვგულისხმობ ))
paladin
01:01 22-07-2019
0
“ჯიგიტები”, “ბანდა”... ანუ ეხლა ვითომ მაგათი მენტალიტეტით ეს ბრწყინვალე ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდებიც ვიღაც სასაცილო პრიმიტიული “დჟიგიტები” არიან და აბა ტაში- ტაშიო! რა, ვაი მაგათ პატრონს ... ამ “ჯიგიტებსაც” ძალიან ხშირად დაცინვით იძახიან, ძალიან ჩამპალი რომ არ ქონდეთ მენტალიტეტი. საერთოდ ძალიან მძიმედ აღიქვამს ქართველების გამარჯვებას რუსული ანტი-გრუზინული მენტალიტეტი, არიქა პოლიცია არ გამოიძახონ და მოსკოვის ძარცვაში ბრალდებული “გრუზინსკული გრუპიროვკა” არ აიყვანონ, ისეთი პათოსით უწერიათ რომ ეს ბანდიტები ნახეთო რა. ისე ეგ ლოკო და დინამო ძალიან სლაბი ისე რა გუნდებია, აი სპარტაკთან ზენიტთან და ცესკასთან მოუწევთ სუფთა რუს ფაშისტებთან დაპირისპირება ჩვენ ბიჭებს და ძალიან მძიმე და სერიოზული ბრძოლა.
ქართველი.
02:27 22-07-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული