მთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა

AutoSharing Option
23 ივლისს საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს.

ხორვატიაში შიდა ჩემპიონატი განახლდა, თბილისელთა მომავალმა მეტოქემ კი თანაქალაქელი "ლოკომოტივა" 3:0 დაამარცხა.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ "საბურთალოსთან" გასამართი მატჩის შესახებაც ისაუბრა და ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, ვინც კლუბთან ერთად საქართველოში არ გამოემგზავრა.

მათ შორისაა 21 წლის დანი ოლმო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან ტურნირზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის სამსახურით "ბარსელონა",
"ტოტენჰემი", "ლივერპული" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებულები.

"დანი ოლმო, ფრანსის მუბანჯი, კევინ თეოფილ-კატერინი, ემირ დილავერი, კომნენ ანდრიჩი, სადეგ მოჰარამი და დანიელ ზაგორაჩი ჩვენთან ერთად დანამდვილებით არ იქნებიან.

"შერიფის" მთავარ მწვრთნელთან არ მისაუბრია, რადგან "ლოკომოტივასთან" მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული. დღეს დაველაპარაკები. "საბურთალოზე" საჭირო ინფორმაცია გვაქვს.

"შერიფთან" ჩატარებული მატჩები გავაანალიზეთ. ზეკიჩი შეგვპირდა, რომ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებთ.

ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფია, კარგი ფლანგელებით და მცველებით. "საბურთალო" ახალგაზრდა და მძლავრი გუნდია. კარგი მონტენეგროელი ფორვარდი როლოვიჩი ჰყავთ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და მჯერა, გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება მუბანჯისა და ოლმოს, ისინი საპასუხო შეხვედრაში ჩვენთან ერთად იქნებიან", - ციტირებს ბიელიცას ხორვატიული jutarnji.hr-ი.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა უბედურებაა 21,30 წუთი, ჩვენ რაიონებიდანაც ხომ გვინდა ჩამოსვლა, საინტერესოა ვისთვის ან ვისი მაყურებლებს აყენებთ ჩვენზე წინ
დათო
16:29 22-07-2019
0
ეჰ კოხრეიძე არ გვეყოლება ყვითელი ბარათების გამო სამწუხაროდ :(
superman
15:28 22-07-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული