ფოტო: Facebook.com/Fcsaburtalotb
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოსთან" მატჩის წინ თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"კარგია, რომ ზაგრების "დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება, სასიხარულოა, რომ ოლმო თბილისურ მატჩში არ იქნება, თუმცა ამ გუნდს ძირითადად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს.
"საბურთალოს" სტილი არ შეუცვლია. ამიტომ შემტევ ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას.
ვნახე "შერიფთან" შეხვედრა კიდევ ერთხელ. საქმე უიღბლობაში იყო და არა მეტოქის დაუფასებლობაში. ჩვენ რომ სხვა განწყობით ვყოფილიყავით, 0:3-დან ვერ შემოვატრიალებდით. კონკრეტულად გუნდმა ცუდად ითამაშა, მაგრამ არა ცალკეულმა ფეხბურთელებმა.
"საბურთალოს" ზაგრების "დინამოს" დონის კლუბთან აქამდე არასდროს უთამაშია. საინტერესოა, რა შეუძლია ჩემს გუნდს ასეთ მატჩებში", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

თბილისის "საბურთალოსა" და ზაგრების "დინამოს" დაპირისპირება 23 ივლისს, 21:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მთავარი ვარსკვლავის გარეშე - ზაგრების "დინამო" თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა
ძლიერი და მდიდარი - რას წარმოადგენს "საბურთალოს" მეტოქე ზაგრების "დინამო"
პ.ს ნებისმიერი ინტერვიუ ნახეთ ამ კაცის, ყოველთვის ადეკვატური პასუხები აქვს, ეტყობა განათლებული კაცია))
ზაგრების დინამო ასეთ შეცდომას არ დაუშვებს მთავარია, რომ გოლი არ გავუშვათ და გოლი მაინც გავიტანოთ სახლში და სტადიონი უნდა იყოს სავსე.
ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ გუნდის დამარცხება შესაძლებელია თუ ფეხბურთელები ითამაშებენ სწორად და ბოლომდე დაიხარჯებიან შეცდომები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება იყოს დამღუპველი ზაგრებთან.