გია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" მარცხის (0:2) შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განვლილი მატჩის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.

ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.

ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ
დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".

სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.

საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.

გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.

დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.

ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.

კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
დაახლოვებით ასე მეგონა და არც შევცდი. თანაბარად ეთამაშა საბურთალო, მარა სამწუხაროდ გამოცდილება და კლასი არ ეყო. კარგია ასეთი შემართებით რომ არის ჭიაბრიშვილი, ბიჭებმა ამის საბაბი ჩვენც მოგვცეს. Mჯერა საბურთალო თავის ხასიათს აჩვენებს ზაგრებში და არც იქ მთავრდება ყველაფერი. ეს გუნდი მომავლისაა, აბა ასე არ ხდება, მე მოვედი და Gავიმარჯვე! საბურთალო მოვიდა დიდ ფეხბურთში და ეს მან გვაჩვენა. წარმატებას და რწმენას ვუსირვებ საბურთალოს.
Geo_Dinamo
24 ივლისი 2019 09:13
1
თქვე დალოცვილებო სომხეთში თუ თამაშები იმათი დროით 20 საათზე იმართება, ჩვენ რა ჭირი გვჭირს, თუ სტუმართა გულშემატკივრებს უწყობთ ხელს და ჩვენ კი ფეხებზე გკიდივართ, აი ამიტომაც ვერ შეივსო სტადიონი. სამუშაო დღეებში რაიონებიდან ჩამოსულებს უკან წასვლა და მეორე დღეს სამუშაოზე გასვლა არ გვინდა?
დათო
24 ივლისი 2019 08:27
2
ფიზ მომზადებაში ვართ - 0 !!! და ყოველდღე ჩვენმა ფეხბურთელემბა 15 კილომეტრი რო ირბინონ არა??

და ეს მწვრთნელი თავის წვერზე უფრო მეტს ფიქრობს მგონი ვიდრე გუნდის ტაქტიკაზე და ფიზ მომზადებაზე !!! 15 წუთი შეაკლეს თავი და ვსიო მორჩა ამათი თამაში !!
ან ირბინონ და ავარჯიშონ ეს ფეხბურთელები ან დავანებოთ ამ სპორტს თავი !!!
ავთო
24 ივლისი 2019 11:10
9
სანამ, ამ ქვეყანაში წაგებული გუნდის მწვრთნელს ესეთი აზრები შეაუწუხებს, რომ უნიკალურნი არიან თუმცა ბოლო 30 წლეულია ვერაფერი მოუგიათ, მანამდე მარტი ფეხბურტში კი ყველაფერ დანარჩენშიც წარმატების მოლოდინი მუხლი გექნებათ
თემო
24 ივლისი 2019 08:38
10
რეალობის გათვალისწინებით ხომ უნდა შეხედო არა? რის მოგებაზე ლაპარაკობ? რამის მოგებას ითხოვ და ელოდები? ერთი ან ორი ეტაპის გავლა უკვე კარგია ჩვენი რეალობიდან და ასეთ მეტოქესთან მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაშიც დასაფასებელი. აღარაა ის 80-იანი წლების დინამო და აღარც ის ფეხბურთი. დღევანდელი მდგომარეობით ფულიანები და გრანდები იგებენ მხოლოდ და სხვას შანსიც არ აქვს. თორემ ადრე რედ სტარსაც-მოუგია ჩემპიონთა თასი, პარტიზანს უეფა, სტიაუს - ასევე ჩემპიონთა თასი და სხვა ბევრსაც, მაგრამ დღეს ვეღარ იგებენ - ვერ ხედავთ? იმ ევროპულ მაჩანჩალებსაც კი ჩვენ გუნდებზე მეტი ფული აქვთ...
Temos
24 ივლისი 2019 12:39
1
ორჯერ წაგვაგებინეს ზედიზედ ვიღაც ჩეხმა მსაჯებმა,როგორც ჩანს ევროპაში ვერ გაიგეს,რომ ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე... , ისე ეს რომ რუსის მსაჯი ყოფილიყო რუსთაველის გამზირს საპროტესტო აქციის შტურმით ავიღებდით!!!
საბურთალო ყოჩაღ! მართლაც ღირსეულად იბრძოლეთ, მოვა გამარჯვებებიც!!!
ლეო
24 ივლისი 2019 08:31
5
saburtalom kargad itamacha, kochag bichebs, cheachines zagrebis pegburtelebi, msajoba iko sachineli, sad iko penalti, aravitari , kvitlebs sachukrebivit arigebda, xorvatiachi zaan gagvichirdeba, msajebis iedi ar unda gvkondes, me im xalxis mikvirs ro amboben adrea jero kartuli gindebistviso ligaze tamachio, aravitari adre araa, karabaxma tu itamacha liga, riti vart azerbaijanlebze naklebi, tu meti ara, imat kavt sul ori gundi, asevea xorvatiachic dinamos garda kvela erti donisaa, sakartvelos chempionati upro rtulia vidre, azerbaijanis, moldovas, xorvatiis, da bevri kveknebis sadac erti gundi kavt zlieri, cheripis magaliti avigot, 15 - 0 igebs sxva moldavur gundebtan, chventan ase ar xdeba, saburtalo chven chempionatchi veravis ver mougebs aseti angarichit, igive dinamo, da batumi, chveni gundebi mzad arian aseti turnirebis satamachod, cota gamartlebaa sachiro da meti pizikuri mozadeba, saburtalo zagrebs tu ver gacda didi chansi ak evropis pleiopi itamachos da ik mere raici ra xdeba, kvelapers ro tavi davanebot gundi did gamocdilebas miigebs.
KUTAISELI
24 ივლისი 2019 09:35
2
ამხელა ტექსტს რომ ლათინური ასოებით წერ ამხელა კაცი, ხომ უნდა იფიქრო რომ 95%-სათვის უხერხული წასაკითხია? მოდერატორო ნუ აქვეყნებ ლათინურ ასოებიან ტექსტებს!
Artanuji
24 ივლისი 2019 10:33
1
ჭიაბრიშვილი ძალიან მაგარი მწვრთნელია და არაფერი არ ესწავლება მაგრამ, ერთადერთი რაც მის გუნდს დააკლდა მოსაგებად ამ მომენტში არის სასტიკი აგრესია ფიზიკური და სპორტული. აქ ლაპარაკია ამ კონკრეტულ მომენტზე როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, როდესაც 2 თავით მაღლა დგას შენზე მეტოქე ფიზიკურად კლასით და ა.შ. ასეთ განწირულ მომენტში თუ გინდა შენ მოგება მაგისთვის რათქმა უნდა გჭირდება უდიდესი ძალისხმევა.;;; ოღონდ სწორი მიმართულებით და ეს არის კონკრეტულად ეს - მაგის ერთადერთი გზა არის (ფეხბურთის და ტაქტიკის უძლიერეს ცოდნასთან ერთად) უდიდესი სისასტიკე და მოულოდნელი ტექნიკა ფეთქებად მომენტებში XXX სხვანაირად არ ხდება აფეთქება და გადატრიალება თამაშში. სხვაგვარად იქნება იგივე “პესნია” კარგად ვითამაშეთ ზატო წავაგეთ და ა.შ. არ კმარა მარტო ეს ჯიგრული და კაი ფეხბურთის თამაში. როცა კლასით მაღლა დგას მეტოქე შენზე, ზეწოლაში უნდა მოაქციო ტერორში უნდა ამყოფო რომ უმტყუნოს ნერვებმა და ვერ გამოიყენოს ბიძია ეგ კლასი, ჩლუნგდება კლასი ამ მომენტში და განიარაღება ხდება. თქვენ ამას აკეთებთ??? არა - დასეირნობთ, კაიფობთ, კაი ფეხბურთს თამაშობთ, “მონდომებულ ბიჭობას” თამაშობთ, აგებთ და იძახით მერე წავაგეთ მარა კაი ბიჭები ვართო. კაი ბიჭობა არაა საკმარისი, არანორმალური უნდა იყო თუ გინდა რომ შეუძლებელი შეძლო გაიგეთ ეს. სიგიჟეა მოგებაზე ფიქრი? მაშინ გიჟი უნდა იყო, და ა. შ
Agresia. X
24 ივლისი 2019 07:00
7
დალოცვილო,მსაჯს მაინც ვერ შეხედე,როგორ მსაჯობდა?წამითაც არ დაფიქრდებოდა წითელ ბარათებზე და მერე შენვე დაწერდი,რა იყო ეს უაზრო უხეშობაო.ეგეც არ იყოს,უხეშობასაც ცოდნა უნდა,რაც საბურთალომ არ იცის.შეუმჩნევლად ვერაფერს იზავდნენ.
სოსო
24 ივლისი 2019 19:05
1
მადლობა ბიჭებს,მადლობა ჭიაბერაშვილს.შეიძლებოდა არ წაგვეგო,მაგრამ არა უშავს ყველაფერი იქნება ოღონდ ეს ფულის ჭამია ხალხი არ გაიკაროთ გუნდში და ტორპედო არ დაგემართოთ.მსაჯმა მთლად არ წაგვაგებინა,მაგრამ როცა გრძნობ რომ მსაჯი შენ წინააღმდეგ არი და არაფერს არ შეგარჩენს იძაბები.სამაგიეროთ მოწინააღმდეგე გრძნობს მსაჯის კეთილგანწყობას და უფრო ფრთები ესხმება,ხოდა ძნელია ასეთ სიტუაციაში მოგება.მაშინ ორი თავით უნდა ჯობდე მოწინააღმდეგეს.ვჭიდაობდი და ვიცი რას ნიშნავს მსაჯის კეთილგანწყობას რო გრძნობ და პირიქით როცა პირველივე წამებზე რო შიდოს მოგცემს მერე ძნელია კონცეტრირება.დაიწყო თუ არა მაშინვე ვიგრძენი რო მსაჯი ხორვატებისკენ იხრებოდა.ყურებს ნუ ჩამოყრით ბიჭებო,მოგებების დროც მოვა.კიდევ ერთხელ მადლობა საბურთალოს.წარმატებები!!!
G.l.
24 ივლისი 2019 15:20
1
მე ძველი თაობის გულშემატკივარი ვარ და ბევრი მინახავს "საქმენი საგმირონი"როგორც ქართულ და მსოფლიო ფეხბურთში,1964 წლიდან თითქმის ყველაფერი მაქვს ნანახი და წაკითხული,ასე,რომ ცოტა გამეგება ამ საქმეში.მე ყოვეჯერზე თავს ვიკავებ კომენტარებიგან,ვთვლი,რომ საკომენტარო არაფერია,ჭკვიანი კაცისთვის ყველაფერი ნათელია,მაგრამ კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი აზრი გამომეთქვა,თუ გამიგებთ,კარგი იქნება,თუ არა და არც მაგაზე მოვიკლავ თავს,მაშ ასე:ქართველებო რას წერთ,რა აზრებს აფქვევთ,რა საბურთალო,რა დინამო,რა ტორპედო ხალხო,ან ვინ არის ჭიაბერაშვილი,დევდარიანი,კაჭარავა,ცეცაძე,გეგუჩაზე და ძმანნი მისნი,რა გაუკეთებიათ,სად უმუშავიათ,ან კვალიფიკაცია სად აუმაღლებიათ,რა შედეგს ითხოვთ ადამიანებო,რის სანაცვლოდ,რას გავცემთ,რომ აქეთ ვითხოვთ,ცოტა აზრზე მოდით ხალხო და ნორმალურად იაზროვნეთ,სირცხვილია უკვე,ახლა 90-იანი წლები აღარაა,2019 წელია უკვე,ჰეი ქართველო გაიღვიძე დეპოში ვართ,დეპოში.აღარაფერს ვამბობ ფედერაციაზე და იმ ვაი და უი ექსპერთებზე,რომლებიც ქართულ ფეხბურთში არიან,ყველგან და ყველაფერში კატასტროფაა,ყველაფერში სიბინძურეა,როგორც სპორტში ისე ეკონომიკაში და მთლიანად ქვეყანაში,გამგები გაიგებს,ბოდიშს ვიხდი ემოციურობისთვის.
roma
24 ივლისი 2019 10:54
10
ძალიან მომეწონა საბურთალო!! საბურთალოს მხოლოდ ბოლო 3 თამაში მაქვს ნახული! მანამდე არ ვიცოდი რა ოქროს ბიჭები გვყოლია! თუ სტიმული ექნათ ეს გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს. რაც შეეხება ფიზიკურ გამძლეობას, ამას ძირითადად გენეტიკა განსაზღვრავს და ჩვენ ეთიოპელებივით და კენიელებივით გამძლენი ვერავითარი ვარჯიშით ვერ გავხდებით! ფიზიკური კონდიციების ცოტათი გაუმჯობესება კი არის შესაძლებელი, მაგრამ ამ საკითხზე თუ გადაერთო ფეხბურთელი ბურთი როდესღა ითამაშოს?! ამიტომ ჩვენ ტოტალურ ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, უნდ ვითამაშოთ გააზრებული ზონა, და საერთოდ ქართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! ბურთის ფლობა, დრიბლინგი უნდა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე, ყველა თავდამსხმელი მესხი და მეტრეველი უნდა იყოს, ნახევარმცველი ყიფიანი და მაჩაიძე, მცველები ძოძუაშვილი და ხურცილავა! აი ვის უნდა მივბაძოთ და რომელი ფეხბურთი ვითამაშოთ, საით უნდა მივისწრაფოდეთ! ერთი მაჩაიძისნაირი კაცი რომ გვყავდეს მოედნის ცენტრში, რომელიც 2-3 წუთს მარტო, უპასოდ შეიკავებს ბურთს და დაცოცხავს მის ირგვლივ მეტოქეს, მაშინ სულ სხვა მდგობმარეობა იქნებოდა გუნდებშიც და ნაკრებშიც!
aburjga
24 ივლისი 2019 19:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული