"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.
ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.
ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.
თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".
სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.
საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.
გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.
დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.
ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.
ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.
კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".
ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ნენად ბიელიცა: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ - ყველაფერი ზაგრებში გადაწყდება
ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]