გია ჭიაბრიშვილი: დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოსთან" მარცხის (0:2) შემდეგ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა განვლილი მატჩის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არის დეტალები ფეხბურთში, რაზეც ვერ ისაუბრებ. ასეთი რამაა მსაჯი. მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ მსაჯის ქმედებები შევაფასო.

ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არბიტრზე საუბარი არაკორექტულია. ზაგრების "დინამო" გამოცდილია, ელოდებოდა თავის შანსს, მიიღო და გამოიყენა.

ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, ისეთი ემოციური მუხტი იქნებოდა, რომ ასეთი დაღლა არ იქნებოდა. ასე მოხდა "შერიფთან". რამდენიმემ შეცვლა ითხოვა, მათ
დაღლა ეტყობოდათ. ეს ის ტურნირია, სადაც მაღალ დონეზე უნდა ითამაშო.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენზე ძლიერი გუნდი იყო. ჯერ ნახევარი შეხვედრა ჩავატარეთ. ამაზე დიდი ანგარიში "ამოგვიქაჩავს".

სტაბილურობას გამოცდილება სჭირდება. დღეს გვქონდა რაღაც მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პლუს, ამას დაემატა წვიმა, რაც კიდევ მეტად დამღლელია, მეტოქეს კი ასეთი პრობლემა ვერ შევამჩნიე.

საინტერესო იყო ჩემთვის მათთან თამაში. "დინამო" არ არის გრანდი, მაგრამ არის გუნდი, რომელიც გრანდების შემდეგ მოდის. მე დავინახე, რომ ქართველებზე უკეთესად ფეხბურთის თამაში ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, ამას როგორ ვანვითარებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბრად ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ვფიქრობ, მოვიგებდით.

გენეტიკაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და მგონია, მოვა დრო, როდესაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები შედეგს დადებენ.

დღეს დავინახე 10-მილიონიანი ფეხბურთელები და ჩემი ფეხბურთელები. მათზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. "შერიფთანაც" გვეგონა, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე მცირე ტრავმითაა, გიორგი კოხრეიძის შემცვლელზე კი ჯერჯერობით არ მიფიქრია. თუ შინდაგორიძემ ვერ ითამაშა, შეიძლება გადავეწყოთ და ორი ფორვარდით ვითამაშოთ.

ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ. უბრალოდ ზედმეტი საუბარი არ მიყვარს. დღესაც მოგება გვსურდა, მაგრამ რაც მოხდა, ნახეთ.

კოხრეიძეს არც ერთ არასაფეხბურთო მომენტში არ მიუღია ყვითელი ბარათი. ევროპელებმა იციან, რაზე იძლევიან მსაჯები ბარათებს, ჩვენ ეს არ ვიცით. ამით იყო განპირობებული მის მიერ მიღებული ბარათები ზედიზედ სამ შეხვედრაში".

ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
ვუყურე თამაშს. არაფერი გამოცდილებით არ მოუგიათ. ფიზიკაშI წავაგეთ და დაცვაში დგომის არ ცოდნით. პირველი გოლი მალი ადრე ახტა და ვერ შესწვდა ბურთს რაც გამოიწვია. მისმა პოზიციურმა შეცდომამ. მეორე გოლი არც პენალი იყო და არც ყვითელი უნდა ეჩვენებინა მსაჯს. ასევე არასწორად შერჩეული პოზიციის გამო მოხდა ეგ. მაგრამ ვიდეო რეფერი არ არსებობს ამთამაშებშI? კვლავ რამოდენიმე ფეხბურთელი ბურთის დაკარგვის შემთხვევაშI დროულად უკან არ ბრუნდება და მილასლასებენ თითქოს რუსთაველზე მისეირნობდნენ გაგანია სიცხეში. ფიზიკურად მაინც ვერ არიან ევროპის დონეზე რაც ყოველთვის ქართული ფეხბურთის ნაკლი იყო და არის.
niko
24 ივლისი 2019 03:06
2
ფიზიკაში დაგვერხა თორე ვჯობნიდით
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
24 ივლისი 2019 02:17
1
ეს იყო აბსოლიტურად თანაბარი თამაში ყველაფერში არაფრით მეტი არ იყო ზაგრები საბურთალოზე უბრალოდ არის განსხვავება გუნდების კლასა და გამოცდილებას შორის საბურთალომ შექმნა მომენტები და ვერ გამოიყენა ზაგრებმა შექმნა და გამოიყენა ესა რეალობა საბურთალომ ითამაშა იბრძოლა ბოლომდე რაც შეეძლო გაკეთა მაგრამ ზაგრები უფრო გამოცდილი და მაღალი კლასის გუნდია და ამის ხარჯზე მოიგეს ეს თამაში.
გიორგი
24 ივლისი 2019 02:05
1
ამ გუნდს ტამაშის მომატებაც სშეედზლო უბრალოდ არ ცირდებოდა ,მიტუმეტეს მეორე ტამაში სახსში აკვს . ცვენ მეორე ტურშიც რომ გავედიტ ესეც ცარმატებაა დიდი . ამ გუნდიტ არ უნდა ვკონდეს ამბიცია ლიგაზე მოხვედრის . რეალობა ესააა.
Kote
24 ივლისი 2019 01:37
12
ეგრეა. მოგებაც შეიძლებოდა , მაგრამ ჭიაბრიშვილმა სწორად აღნიშნა - მუხტის ხარჯზე მოხდებოდა ეს მოგება..ჩვენზე კლასნი გუნდია და რა თამაშიც დასჭირდათ იმით მოგვიგეს..ბიჭებს და ტრენერებს მადლობა კარგი და ჯიგრიანი თამაშისთვის.
Vakhtang Lobzhanidze
24 ივლისი 2019 06:11
1
მადლობა გაი ჭიაბერაშვილს ესეთი ბრძოლის უნარიანი გუნდი რომ ჩამოაყალიბა და მადლობა მადლობა ბიჭებს რომ ფეხბურთი ითამაშეს ბოლო წამამდე დამთავრებული ჩემი აზრით ჯერ არაფერია
ემიგრანტი
24 ივლისი 2019 01:18
2
იღბალი მათ მხარეს იყო სამწუხაროდ
Mr
24 ივლისი 2019 00:44
3
რა თქვა უდიერი?
მინდია
24 ივლისი 2019 00:20
2
ეს გასაშვებია გუნდიდან არა შედეგის გამო არამედ ასეთი უფიერი საუბრისთვის და ქართველი ფეხბურთელების უდიერად მოხსენიებისთვის, ეს ვინ ყოფილა
საბურთალო
24 ივლისი 2019 00:09
90
შენ სხვა თამაშს უყურე უეჭველი,ასეთი კარგი და გამართული თამაში ბოლოს როდის ნახე ქართველების შესრულებით...ის რაც აკლდა საბურთალოს რამაც გამოიწვია წაგება ძალიან მალე მოვა თუ ამ გუნდს არ დაშლიან....
ვაი გულშემატკივარი
24 ივლისი 2019 08:03
1
სხვა სტატიაზე ხომ არ იყო კომენტარი?
კლიმენტი
24 ივლისი 2019 02:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული