"აბერდინის" მწვრთნელი: ყველა შეხვედრას მოსაგებად ვთამაშობთ

AutoSharing Option
"აბერდინის" 48 წლის მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა "ჩიხურასთან" მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ყველა შეხვედრას მოსაგებად ვთამაშობთ. ამასთანავე, კარგად გვესმის, რომ რთული მეტოქე გვყავს.

გასული კვირიდან ვაანალიზებდით "ჩიხურას"  თამაშს. მათ კარგი ინდივიდუალისტები და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ჩვენ, როგორც ერთიან გუნდს ვაფასებთ და გვინდა ვთქვათ, რომ "ჩიხურა" ძალიან კარგადაა გაწვრთნილი.

ხვალინდელი ტემპერატურა ნორმალური არ იქნება ჩემი ფეხბურთელებისთვის, არ ვართ ასეთ სიცხეს მიჩვეულები, თუმცა ჩვენ არ ვიწუწუნებთ სიცხეზე და გუნდი კლიმატური პირობების მიუხედავად ეცდება,
სათანადო დონეზე იყოს.

ყველა გუნდს ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები, თუმცა "ჩიხურადან" ახლა არავის გამოყოფა არ მსურს".

"ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის შეხვედრა ხვალ, 25 ივლისს, "დინამო არენაზე", 20:45 წუთზე დაიწყება. ბილეთების შეძენა "დინამო არენის" სალაროებსა და biletebi.ge-ზე შეგიძლიათ. თამაშის პირდაპირ ტრანსილაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

altსოსო ფრუიძე: "აბერდინი" ფავორიტია, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იმარჯვებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული