მერაბ გიგაური: "დინამოს" წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ "გაბალას" ქართველმა ახალწვეულმა მერაბ გიგაურმა ისაუბრა.

"ხვალ ძალიან დაძაბული თამაში იქნება. "დინამო" ძალიან კარგი გუნდია. გავაანალიზეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდეს.

"დინამოს" წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ორმაგად და სამმაგად მოტივირებული ვარ.

ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია, ყველა თბილად დამხვდა. დავით ვოლკოვიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. აქ ყველა ერთი ოჯახივითაა", - განაცხადა მერაბ გიგაურმა.

24 წლის ნახევარმცელი აზერბაიჯანულ კლუბს 1 თვის წინ ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა.

"გაბალასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბაჩო შურღაია გაბალიდან

altფელის ვისენტე: აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით ჩავედით - გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს

alt"გაბალას" მწვრთნელი: თბილისის "დინამო" ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა

altხოსე პერალესი: "გაბალასთან" მატჩზე ვფიქრობთ, "ფეიენოორდი" ჯერ არანაირი მოტივაცია არ არის

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
გიგაურმა დინამოსთან ძალიან იუხეშა და ისეთი მონდომებული იყო ალიევა მოქალაქეობას მიანიჭებს :)
გიგა
10:31 26-07-2019
0
რას ვერ მიხვდით ტორპედოს გულშემატკივართან იწერს პლიუსებს )))) დინამო როგორც მტერი ისე გონია))) იმიტო რო არ წამოიყვანა დინამომ და არის ახლა სადღაც სოფლის გუნდში
ეჰჰჰ
14:53 25-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული