"გაბალას" მწვრთნელი: თბილისის "დინამო" ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ აზერბაიჯანული "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა სანან გურბანოვმა ისაუბრა.

"მინდა ვთქვა, რომ თბილისის "დინამო" ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ. ამ მომენტისთვის ჩვენი ჩემპიონატი არ დაწყებულა, ამიტომ თქვენი გუნდი უფრო კარგად არის მომზადებული.

ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კარგი შედეგი მივიღოთ. ვიცით, რომ ჩვენს ოპონენტს კარგი პერიოდი აქვს, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოიგო. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ.

დავით ვოლკოვი და მერაბ გიგაური ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ვოლკოვთან ერთად ტიტულიც მოგებაც მოვახერხეთ. ხვალისთვის ორივე
მზად არის.

მთლიანობაში "დინამო" ძლიერი, სწრაფი გუნდია, მეტოქისგან კი განსაკუთრებით ლევან შენგელიას გამოვარჩევ", - განაცხადა გურბანოვმა.

"გაბალასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 25 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.

ბაჩო შურღაია გაბალიდან

altმერაბ გიგაური: "დინამოს" წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული ვარ

altთბილისის "დინამოს" მეკარე: ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდით ჩამოვედით

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ იმას ვიძახოდი და ვიტყვი,რომ დღეს ფული>>>>>>>ნიჭზე.ნიჭიერებას ფული ყიდულობს და ნიჭიერება შემდეგ ფულს.ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი 1 სრულ სეზონსაც კი ვერ უძლებს.გრანდები ან სხვა კლუბები ყიდულობენ და იქ ან ფუჭდება ან ვითარდება.თბილისის დინამოს რაც შეეხება ტალანტი იქ არავინაა,მაგრამ არიან 1 2 ფეხბირთელი(ახალგაზრდა) ვისაც შეუძლია ნორმალირად თამაში.იმედია დავამარცხებთ გაბალას.ვისურვებდი ევროპა ლიგის ფინალში გასვლას და რადგან ეს არარეალურად გამოიყურება, ჯგუფური ეტაპისთვის ვქომაგობ ჩვენ კლუბებს
კარგით რა
10:54 25-07-2019
1
ნიჭი(ლურჯი)vsნავთობი(შავი)
Racha
00:04 25-07-2019
4

სიახლეები პოპულარული