azerifootball.com: საფირმო სირცხვილი - "გაბალა" სუსტ "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
azerifootball.com-მა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გაბალას" თბილისის "დინამოსთან" წაგებას (0:2) სამარცხვინო უწოდა:

"საფირმო სირცხვილი: თბილისის "დინამომ" "გაბალას" ადვილად სძლია.

"გაბალას" თბილისის "დინამოსთან" თამაში - ეს უბრალოდ ანტიფეხბურთია! ამჯერად გრიგორჩუკიც კი არაფერ შუაშია (ყოფილი მწვრთნელი - რედ.)!

თუმცა, რომან გრიგორჩუკის მოსწავლისგან რას ველოდით? სიანან გურბანოვს გასულ სეზონში ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი და მონროვიჩი არიან და ლუქსემბურგულ გუნდთან წაგება და ევროტურნირიდან გამოვარდნა მოახერხა!

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის აშკარა ტყუილისა, "გაბალა" საკმაოდ გადახდისუნარიანია და კლესიოს და ჟუნიჩის მსგავსი მოთამაშეები
3-4 ათასი დოლარის ხელფასის გამო არ ჩამოვლენ. მიუხედავად ამისა, "გაბალას" მოთამაშეთა დონე მთლიანობაში საშინელი გახლდათ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს, რომ განხორციელებული ტრანსფერების გამო სიანან გურბანოვი ჯერ კიდევ "გაბალას" მწვრთნელია. ყოველივე ამან გამოიწვია საკუთარ მოედანზე სუსტ "დინამოსთან" უსახელო მარცხი და ამ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას და ვუსურვებ მომავაალ მატჩებში წარმატებებს! თუმცა აქ გამოთქმულ ზოგიერთ კომენტარს მინდა გამოვეხმაურო, სად ნახეთ azerisport.com ასეთი სტატია? რა სტატიები იდო ყველა ნორმალურად ახსნილი იყო წაგების მიზეზები. ზოგიერთი მგონი შეგნებულად აღვივებს შუღლს ჩვენსა და აზერებს შორის!
dudu
18:50 26-07-2019
2
ყოჩაღ ბიჭებს!!! ოღონდ, მხოლოდ ამ გამარჯვებით ნუ დაგვტოვებთ პირდაფჩენილებს როგორც ყოველთვის! მინიმუმ უეფაზე უნდა მოხვდეთ!!! აი ეს არის ჩემი კომენტარი:)
lasha
13:54 26-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული