მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

25 ივლისს თბილისის "დინამომ" და საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გამართეს.

ამით სამივე ქართულმა კლუბმე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი უკვე გამართა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.


ამ მატჩების შემდეგ საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 46-ე ადგილზე იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოს 1.625 ქულა აქვს, რითაც
უელსს გადავუსწარით.

მოვყვებით ქრონოლოგიურად, თუ რამდენი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს ქართულმა კლუბებმა ევროთასების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში.

რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, სარეიტინგო ქულა ვერ მიიღო.

თბილისის "დინამომ" "გაბალასთან" მოგებით 0.25 ქულა მოიპოვა, ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" "აბერდინთან" ფრით 0.125 ქულა მიიღო.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:
  • "დინამო" (თბ) - 0.75 (3 მოგება)
  • "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 2 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.625 ქულა

როგორც ხედავთ, ევროთასებზე შემორჩენილი გუნდებიდან ყველაზე ცოტა ქულა "საბურთალოს" აქვს მოპოვებული, თუმცა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ყველაფერი წინ აქვს და თუ ზაგრების "დინამოს" ბარიერი ვერ გადალახა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბებმა გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მიაღწიეს ამ ნიშნულს და დიდი ალბათობით, ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ კიდევაც.

მიმდინარე ცხრილში, ანუ ბოლო 5 წლის მონაცემებით (მიმდინარეს ჩათვლით), საქართველოს 5.125 ქულა აქვს და 45-ეზე მყოფი ისლანდია მხოლოდ 0.25 ქულით გვისწრებს. ჩვენგან განსხვავებით, ისლანდიას ევროთასებზე 4-დან მხოლოდ 2 გუნდი შემორჩა.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კლუბებს!

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს "დინამომ" და "ტორპედომ" ევროპა ლიგაზე?

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
36-ლიტვა 37-ლატვია 39-სომხეთი 40-მოლდოვა 46-საქართველო არა კაცო,სადაა ჩვენთან კორუპცია და ჩაწყობილი თამაშები.საცოდავო საქართველო საით მიდიხარ???
გიოშა
09:02 27-07-2019
2
ვინ რამდენი ქულით გვისწრებს და ბისი გადასწრების შესაძლებლობა გვაქვს იქნებ დაწეროთ სტატია
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული