გიორგი კორიფაძე: "აბერდინთან" მატჩის შემდეგ უკმაყოფილების განცდა გვქონდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura

საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელმა გიორგი კორიფაძემ Sportall.ge-სთან "აბერდინთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" შოტლანდიურ "აბერდინს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა და საჩხერელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გიორგი კორიფაძემ გაიტანა, რომელიც BBC-მ საკუთარ სტატიაში ვაჟა კორიფაძედ მოიხსენია.

"საკმაოდ დაძაბული თამაში გამოდგა. თავიდანვე ვიცოდით, რა შეეძლო ამ გუნდს და რა არა. ყველა ძლიერი და სუსტი მხარის გათვალისწინებით, "აბერდინი" რთული მეტოქეა, თუმცა არა ისეთი, რომ მათი დამ
არცხება არ შეგვეძლოს.

თამაშის დამთავრების შემდეგ ყველას უკმაყოფილების განცდა გვქონდა. ვგრძნობდით, რომ უნდა მოგვეგო, ანგარიშშიც წინ ვიყავით და შეგვეძლო ეს თამაში გამარჯვებამდე მიგვეყვანა. სასურველი შედეგი "ჩიხურასათვის" სწორედ გამარჯვება იქნებოდა.

საერთოდ არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ "აბერდინის" სტადიონი სავსე იქნება. პირიქით, გავსებული ტრიბუნები და საფეხბურთო ატმოსფერო უფრო დიდ სტიმულსა და მოტივაციას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება მაქსიმუმი გავაკეთოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ტურისტის სტატუსით "ჩიხურა" არცერთ ქვეყანაში არ ჩასულა. არც შოტლანდია იქნება გამონაკლისი. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვიბრძოლებთ, რომ გავიმარჯვოთ და ჩვენი გულშემატკივრები და ქვეყანა გავახაროთ."

გიორგიმ ბოლოს BBC-ს შეცდომაზეც ხუმრობით გვიპასუხა:

"კარგია, რომ გვარი არ შეეშალათ. ვეცდები, შემდეგ თამაშში სახელიც კარგად დაიმახსოვრონ."

საპასუხო შეხვედრა კი 1-ელ აგვისტოს, აბერდინში გაიმართება. "პითოდრის" სტადიონზე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიტანს აბერდინი, თამაშის ბოლოს ჩიხურა გაათანაბრებს და ბოლო წუთზე ან დამატებითში მოიგებს ჩიხურა
ზორბეგი
17:33 26-07-2019
1
ყოჩარ გიორგი. სწორედ ასეთ განცადა და განწყობას ველით გულშემატკივრები. თქვენ უკვე საკმარისი გამოცდილების ფეხბურთელებად ჩამოყალიბდით, რომ აბერდინის დონის გუნდებთან სწორად კი არა უკეთესოდაც ითამაშოდ. სანამ ფიზიკა და ხასიათი გეყოთ ერტი ტავით მაღლა იდექით მეტოქეზე, თუმცა ფსიქოლოგიურ წნეხი მაინც გეტყობოდათ, როცა გადამწყვეტი დრო დგებოდა, კარში დარტყმა და გოლის გატანა. ფეხბურთს ცოტა თავხედობაც უხდება. მოკლედ მიხარია ასეთი კომენტარი, რომ მოვისმინე თქვენგან. ფეხბურთს კაცები იგებენ და გუშინ გეტყობოდათ, რომ უკვე კარგად დავაჟკაცებულები ხართ. ეს კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ შოტლანდია აჩვენოთ როგორ ფეხბურთს თამაშობენ საქართველოს „სოფლებში“. წარმატებებს გისურვებთ ვაჟკაცებო.
გიზოგ
17:42 26-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული