კვამე კარიკარიმ გაამხილა, რატომ გადავიდა "ნეფტჩიდან" თბილისის "დინამოში"

AutoSharing Option
"გაბალასთან" სტუმრად მოგებული ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის (2:0) შემდეგ, თბილისის "დინამოს" 27 წლის განელმა თავდამსხმელმა კვამე კარიკარიმ azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განვლილ შეხვედრაზე და "ნეფტჩიდან" წამოსვლაზე ისაუბრა.

- თქვენი აზრი მატჩთან დაკავშირებით?
- რთული თამაში გამოვიდა, დისციპლინის ხარჯზე კარგად ვიასპარეზეთ.

- ასეთ გამარჯვებას ელოდით?
- მატჩამდე ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვებაზე ვაკეთებდით აქცენტს.

- შეიძლება ითქვას, რომ "დინამო" უკვე შემდეგ ეტაპზეა...
- ეს ფეხბურთია, ძნელია განსაზღვრო, რა მოხდება შემდეგ მატჩში. ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს. ვერ ვიტყვი,
რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. სახლშიც ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც გაბალაში.

- "ნეფტჩიდან" თქვენი წასვლა მოულოდნელი იყო. თქვენი თამაში ვერ იპოვეთ თუ ბორდინმა არ მოგცათ შანსი?
- "ნეფტჩიში" არც ბორდინთან და არც ფეხბურთელებთან არანაირი პრობლემა არ მქონდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. უბრალოდ მწვრთნელმა შანსი არ მომცა. მე კი ამაზე ვოცნებობდი. მწვრთნელი არ მენდო და წავედი, რათა მეთამაშა.

- იჯარით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყავით, მაგრამ შეგეძლოთ "ნეფტჩიში" დაბრუნებულიყავით.

- კლუბს დაველაპარაკე, მწვრთნელმა მითხრა, რომ მის გეგმებში არ ვჯდებოდი და გადავწყვიტე წავსულიყავი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დასკვნა: ფეხბურთელი, რომელიც ნეფთჩიში დაიწუნეს, სიხარულით მიიღეს დინამოში.

სად ვართ... :(
Modric
15:04 27-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული