ოფიციალურად - ლევან ყენია "საბურთალოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია "საბურთალოში" გააგრძელებს კარიერას - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს:

"ლევან ყენია ოფიციალურად "საბურთალოს" ფეხბურთელია. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა, უახლოეს მატჩებში მიიღოს მონაწილეობა".

ყენია ბოლოს "დუდელანჟში" თამაშობდა, იქამდე კი თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", "კარპატის", "ფორტუნასა" და "სლავიას" ღირსებას იცავდა.

მან საქართველოს ნაკრებში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლევანი დაეხმარება საბურთალოს და მისგან ბევრს ისწავლიან ის ახალგაზრდა ბიჭები ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი გახდა მაშინ პირველად ,რომ გამოჩნდა 17-18 წლის ვფიქრობდი რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ეს ბიჭი და კარგადაც დაიწყო მისი კარიერა სამწუხაროა რომ ვერ აეწყო,მაგრამ მისი გამოცდილება დღეს დაეხმარება საბურთალოს.
გიორგი
21:34 26-07-2019
2
ლევანს ნათამაშები აქვს ისე თ დონეზე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ბევრს ისწავლიან მისგან ( რა უნდა გააკეთონ და რაც არ უნდა გააკეთონ). ასევე 28 წელი არ არის არაფრის დასასრული
1

სიახლეები პოპულარული