"დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 32 წლის პეტრი ვილიანენი გახლავთ. მას ასისტენტობას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუ გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის ანტამო იქნება.

"დინამოსა" და "გაბალას" შორის მატჩ 1-ელ აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აზერბაიჯანში "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ გააკომერციულა სახელმწიფო ფულით დაფინანსებულმა ჩიხურამ მატჩის ტრანსლირება? ხალხის გადასახადემს მიირთმევენ და თამაშს ფასიანს გვთავაზობს!
kaxa
17:52 29-07-2019
0

სიახლეები პოპულარული