ევროტურნირებზე ასპარეზობის გამო ეროვნული ლიგის რამდენიმე შეხვედრა გადაიდო

AutoSharing Option
ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს 4-დან 3 ქართული კლუბი შემორჩა, პირველივე ეტაპიდან ევროპა ლიგას ქუთაისის "ტორპედო" გამოეთიშა.

როგორც ეროვნული ლიგის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი, 22-ე ტურში საჩხერის "ჩიხურასა" და "საბურთალოს" შეხვედრები გადადებულია.

Sportall.Ge

"ჩიხურა" 4 აგვისტოს "რუსთავს" უნდა შეხვედროდა, "საბურთალო" კი იმავე დღეს - ქუთაისის "ტორპედოს".

საჩხერელები ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში პირველ აგვისტოს სტუმრად "აბერდინს" დაუპირისპირდებიან, "საბურთალო" კი დღეს, 30 ივლისს, ზაგრებში "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით შეხვდება.

გადადებულია ასევე თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" 23-ე ტურის შეხვედრაც, რომელიც 11 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მიზეზი
კი ისაა, რომ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს მიაღწევს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაგრების "დინამოსთან", ის ევროტურნირებზე ასპარეზობას მაინც გააგრძელებს.

რაც შეეხება "დინამოს", როგორც თბილისელთა პრესსამსახურში განგვიცხადეს, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, გაიმართება თუ არა 4 აგვისტოს თანაქალაქელ "ლოკომოტივთან" ჩანიშნული შეხვედრა.

altდინამო (ზ) VS საბურთალო - ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპა ლიგა?


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორი ამაზრზენია ასეთი სიტუაციები კვირაში ორჯერ ვერ უთამაშიათ! ჯგუფში რო ვინმე რო მოხვდეს, რა მთელ ჩემს გამოტოვებს??!
Ninja
14:18 30-07-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული