ზურიკო დავითაშვილი: მწვრთნელი ჩემგან მეტ დრიბლინგს ითხოვს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა "ახმატთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა კარგი დრიბლინგის დამსახურებაა, ხოლო ქართველების გვერდით ყოფნა ყველაფერს მიადვილებს.

მწვრთნელი მუდმივად მხარს მიჭერს და მეუბნება, რომ დრიბლინგით წინსვლა უფრო ხშირად ვცადო. ის თავისუფლებას მაძლევს. შარონოვი, უბრალოდ საუკეთესო მწვრთნელია".

ყაზანის "რუბინმა" საკუთარ მოედანზე გროზნოს "ახმატი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა "რუბინის" სამივე ქართველმა მიიღო. ზურიკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მოედანი 93-ე წუთზე დატოვა. ბექა მიქელთაძე თამაშში სწორედ ხვიჩას ნაცვლად ჩაერთო. ამასთანავე, დავითაშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად
აღიარეს და სპეციალური პრიზიც გადასცეს.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და რუსეთის პრემიერლიგაში მე-3 პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი ბიჭია ცოტა რო გამართლებოდა ერთი ორ გოლს მაინც გაიტანდა)) იგივე ხვიჩასაც.. უნდა მოუმატონ და მოუმატებენ იმედია
ბაჩო
15:28 30-07-2019
1
წარმატებები ქართულ კვარტეტს და მათ გუნდს.
გიზოგ
16:40 30-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული