"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
რა დონეზე ვართ გარკვეულია დიდი ხანია, თუმცა მაინც ვერ ვეგუებით იმას რომ საქართველოს ჩემპიონი ესე სამარცხვინოდ მარცხდება , თუნდაც ხორვატიის ჩემპიონთან. ძველი სუპერ დინამომ ისეთი ისტორია დაგვიწერა , რომ მას მერე ვერასდროს შეეგუება ქართველი სამარცხვინო წაგებებს. საბურთალოს წარმატებებს ვუსურვებ ,,არარატთან" შეხვედრაში , იმედია საქართველოს ჩემპიონი არ დამცირდება მათტან და მაინც გავა შემდეგ ეტაპზე. უბრალოდ აჩვენეთ ბიჭებს ძველი დინამო რას აკეთებდა იგივე ,, არარატთან", ან თუნდაც ის უთხრან რომ ჩვენები არც კი ეთამაშებოდნენ ოდესღაც (იუგოსლავიის გუნდებს ან თუნდაც თურქეთის გუნდებს)ამხანაგურად რადგან სარგებელი ცოტა იყო მათთან პაექრობაში. უნდა შემართონ ამ მდგომარეობაში ბიჭები საბრძოლველად და ფსიქოლოგიურად ალბათ , თორემ უფრო უარესი დამცირებები მოყვება ამას. დავიღალეთ საქართველო. მაგრამ წამოდგომა უნდა შევძლოთ ჩვენი ჟინით , ჩვენი შემართებით. ... ადმინ არ დაბლოკო, ხშირად არ აქვეყნებ ჩემს კომენტარებს...
soso
31 ივლისი 2019 00:25
2
გიორგის, სანამ სიმართლეს არ ვიტყვით მანამდეე არაფერი არ გვეშველება ხო ხედავთ რომ მეორე ტაიმის მე 15 წუთის მერე უმოწყალოდ ვაგებთ ესეიგი უბრალოდ არ არის გუნდი ფიზიკურად მზად, თქვენ კიდევ აქებთ, რა უშლის ხელს ამ ახალგაზრდა ბიჭებს ან მწვრთნელს რომ ფიზიკურად მზად იყვნენ? რა სამოყვარულო გუნდია? სამადლოდ თამაშობენ თუ რა ხდება? შეხედეთ აიაქსს, სხვა ევროპულ პატარა გუნდებს, ან თუნდაც უკრაინულს?
დათო
31 ივლისი 2019 00:22
0
ჭიაბრიშვილის სამივე ცვლილება ნიშნავდა კაპიტულაციას, ასეთი შეცვლები უნდა გააკეთო საქართველოს ჩემპიონატში და არა სერიოზულ თამაშებზე. ყველაზე სუსტი რგოლი საბურთალოში: ჭიაბრიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი და მარგველაშვილი. შეიძლება მარგველაშვილზე გიკვირთ, მაგრამ ბოლო სამი თამაში მარგველაშვილი იყო ძალიან სუსტი და რაც ითამაშა ასაკობრივ ნაკრებებში არც იქ იყო საიმედო.
გამოუცდელი გუნდი და არასერიოზული მწვრთნელი
31 ივლისი 2019 00:18
2
საერთოდ ჰყავთ ფიზ მომზადების მწვრთნელი? სისირცხვილია 20წლის ბიჭები 90 წუთი ვერ დარბიან, სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ, დაანებეთ შვილებო ფეხბურთს თავი თუ ვარჯიში არ გინდათ, ს პ ო რ ტ ი არის თ ა ვ დ ა დ ე ბ ა და უამრავი შრომა, ამას ალბათ ჩვენს კლუბებში არავინ არ ასწავლის ამ ბიჭებს, მოკლედ კატასტროფაა
დათო
31 ივლისი 2019 00:08
6
დასაფასებელია ჭიაბრიშვილის საქციელი ასეთი დონის შეხვედრაში,რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები შეუშვა სტადიონზე ძალიან დიდი სტიმული იქნება ეს მათთვის რაც შეეხება თამაშს ლოგიკურად დასრულდა ჯერ ჯერობით საბურთალო არაა იმ დონის გუნდი (სამწუხაროდ) რომ ზაგრებს გასვლაზე მოუგოს,მაგრამ იყო მომენტები იყო მონდომება ფეხბურთელების მხრიდან და თუ საბურთალო არარატთანაც ასეთივე შემართებით ითამაშებს როგორც ბოლო შეხვედრები ითამაშა პლეიოფში აუცილებლად გავა წარმატებები გუნდს და დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.
გიორგი
31 ივლისი 2019 00:05
9
არაუშავს ამან არ უნდა დათრგუნოს საბურტალო მტავარი ახლა გელოდებათ ევროპა ლიგაზე. წარმატებები
Nika
31 ივლისი 2019 00:02
4
არ ვვარგივართთქო წინაზე დავწერე და არ დამიჯერეთ :დ მშვენივრად თამაშობდნენ, არ შეაგდეს და რაღას ელოდებით. არ უნდათ ბურთის გატანა და ჰა. სამაგიეროდ გამართლების და ღვთის წყალობაზე არიან დამოკოდებული და მაგიტაც ფიქსირდება ასეთი შედეგები :დ
თემო
30 ივლისი 2019 23:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული