ლაშა დვალის "ფერენცვაროში" ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
30 ივლისს ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში სტუმრად "ვალეტასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი მატჩი უნგრელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 4:2 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

მესამე ეტაპზე "ფერენცვაროში" ზაგრების "დინამოს" შეხვდება. პირველი მატჩი ზაგრებში 6 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - ბუდაპეშტში 13 აგვისტოს.

"ვალეტასთან" ორივე თამაში დვალმა შეუცვლელად ჩაატარა.

გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა განაცხადა, რომ ვერ მოიგეს, ამისათვის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის, ზაგრების "დინამო"
სულ სხვა დონეა და მომავალი მატჩებისთვის უფრო სერიოზულად მოემზადებიან.

ტა ქალი. "MFA კანტენარი"
ვალეტა - ფერენცვაროში 1:1
გოლები: 1:0 ფონტანელა (27, პენ), 1:1 ნგუენი (59)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული