პირველ აგვისტოს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში აზერბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლებს.
პირველი შეხვედრა სტუმრად ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა აქვთ.

აზერბაიჯანულ შეხვედრაში გამორჩეული იყო თბილისელთა თავდამსხმელი ლევან კუტალია, რომელმაც გოლიც გაიტანა და რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდა.
Sportall.ge საპასუხო მატჩის წინ კუტალიას განვლილი და მომავალი მატჩების შესახებ ესაუბრა:
"გაბალასთან" პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გვქონდა მეტი საგოლე მომენტი, უკეთესი ბურთის ფლობა. პირველი გოლი 21 შეხების შემდეგ გავიტანეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, უფრო მოვდუნდით, მაგრამ თამაში მაინც ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. პირველი თამაშით და შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, წინ მეორე შეხვედრაა.

ზოგადად, გუნდი როდესაც კარგად თამაშობს, თამაში თავდამსხმელსაც მისდის. ჩემ მიერ ჩატარებული თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდები, მეტი და მეტი მსურს.
საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამო" ისევ პირველად ნომრად ითამაშებს. ვიცით, "გაბალას" სხვა გზა არ აქვს, უნდა შემოგვიტიოს, ამიტომ მზად ვართ, ისინი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ და სრული რევანში ავიღოთ", - განაცხადა ლევან კუტალიამ Sportall.ge-სთან საუბრისას.

თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" საპასუხო შეხვედრა პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.