ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აგვისტოს, "ჩიხურა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "აბერდინს" შეხვდება.

მომავალი თამაშის წინ Sportall.ge საჩხერული კლუბის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი ჩვეული თავაზიანობით გააკეთა.

"აბერდინი" ძალიან კარგად დაგვხვდა. ისეთივე მასპინძლობა გაგვიწიეს, როგორიც ჩვენგან მიიღეს. მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს, ქართველი თარჯიმანი ვერ იპოვეს და რუსულენოვანი მთარგმნელი შემოგვთავაზეს, რაზეც ჩვენ უარი განვაცხადეთ და თარჯიმნის მოვალეობა პრესკონფერენციაზე მე შევასრულე.

სხვა მხრივ კი, როგორც მოგახსენეთ, კარგი მასპინძლები არიან. თავიანთი სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს ამ ორი დღის განმავლობაში და ფეხბურთელებს ვარჯიშისათვის
ყველა პირობა ჰქონდათ.

გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. მხოლოდ რატი არდაზიშვილმა ივარჯიშა ინდივიდუალური პროგრამით. ბიჭებს საოცარი განწყობა აქვთ, მოედნის დატოვებაც კი არ უნდოდათ და მოუთმენლად ველით ხვალინდელ თამაშს.

როგორც გვითხრეს, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. მხოლოდ ერთი ტრიბუნის ნაწილზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და იქ არ იქნებიან მაყურებლები. თუმცა, ზოგადად, სტადიონზე საფეხბურთო განწყობა იქნება.

სასიხარულოა, რომ 30-მდე ქართველი გულშემატკივარიც დაესწრება შეხვედრას. დაგვიკავშირდნენ აქ მცხოვრები ქართველები, სტუდენტები და ხვალ ისინი "ჩიხურას" საგულშემატკივროდ ჩამოვლენ აბერდინში. აქვე აღვნიშნავ, რომ მათი ტრანსპორტირების ხარჯებს ჩვენი კლუბი დაფარავს".

"აბერდინისა" და "ჩიხურას" შეხვედრა 2 219-იან "პიტორდიზე" 1-ელ აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ხილვა "პირველი არხის" საიტზე შეგეძლებათ, სატელევიზიო რეპორტაჟი არ იქნება.



მკითხველის კომენტარები / 4 /
შოტლანდიაში მაყურებლის პრობლემა არასოდესაა.ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და ფიზიკურად გაძლებას ვუსურვებ.აქაც ვნახეთ,რამხელები არიან და რამხელა ძალა მიაქვს მათთან ბრძოლას.ჩვენებმა ალბათ მიწაზე უნდა დაუშვან ბურთი,მაქსიმალურად დაიჭირონ და დასწრებაზე ეთამაშონ, მაგრამ მაქსიმალურად სუფთად.სხვანაირად სტანდარტების მოგერიება,ძალიან გაგვიჭირდება და გაგვიტანენ.სოსო ფრუიძის იმედი მაქვს.რაიმეს მოიფიქრებს.
სოსო
09:33 01-08-2019
0
2 219-იან "პიტორდიზე" კი არა, შეხვედრა 20 866-იან "პიტოდრიზე" (Pittodrie) ტარდება.
თემო
15:14 01-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული