საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი სამხრეთ კორეას 1:0 მოუგო

AutoSharing Option
5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი სამხრეთ კორეას 1:0 მოუგო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვაისმა ექსპერიმენტული შემადგენლობა იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთა უმეტესობას კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვს. თამაში პირველ ტაიმში თანაბარი იყო, ჩვენი გუნდი კი, ძირითადად, მარჯვენა ფრთიდან უტევდა, სადაც ყაზაიშვილი აქტიურობდა.

ტაიმის დასასრულს, ყაზაიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა, ანანიძეს გადასცა და მან ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტამბული. "ფათიჰ თერიმი"
საქართველო - სამხრეთ კორეა
გოლები: 1:0 ანანიძე (40)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი

კორეის რესპუბლიკა: სუნგ-იუნი, ჯინ-სუ,
მინ-ჯაე, კიუნგ-ვონი, ჰი-ჩანი, კანგ-ინი, სეუნ-ჰო, ჩანგ-ჰონი, ჯი-სუ, ჯეონგ-ჰეიოპი, სონი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრამ ბურთი მრგვალია და საუბედუროდ არსებობს მეორე ტაიმიც
რეზო
19:23 05-09-2019
1
ზუკაზე პასი რომ გაეკეთებინა ჯანოს უეჭველი გაიტანდა,მეორე ტაიმშიც იგივე შეგნებულად არ მისცა კიტეიშვილმა ზუკას,მაგარ პოზიციაზე იყო ზუკა,ეს არ შეიძლება,მერე რა რომ დებიუტი აქვს,ჩამოყალიბებული და ყველაზე მაგარი ფეხბურთელია ზუკა
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული