5 სექტემბერს, ევროშესარჩევის პირველ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინი 4:0 გაანადგურა.
შეხვედრა ჩვენმა გუნდმა კარგად ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში 30-ე წუთზე არაბიძის პასით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი მალის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს სამურკასოვმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
შესვენების შემდეგ აქტიურმა არაბიძემ თავის მიერვე მონადირებული საჯარიმოდან გაიტანა შესანიშნავი გოლი, 70-ე წუთზე კი სილაგაძის პასით ბუღრიძემ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.
10 სექტემბერს, ევროშესარჩევის მეორე ტურში, ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - ლიხტენშტაინი 4:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (30), 2:0 სამურკასოვი (36), 3:0 არაბიძე (53), 4:0 ბუღრიძე (70)
საქართველო: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ბერიაშვილი, ნინუა (კიტეიშვილი 67), არაბიძე (კოხრეიძე 67), არველაძე, სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 81), მალი (ლაკვეხელიანი 60), სილაგაძე, ქავთარაძე (ბუღრიძე 60)
ლიხტენშტაინი: ოსპელტი, სემანი, ჰილტი, ცაგლარი (ბეკი 46), ფრომელტი (მარქსერი 66), უნტერაინერი, ნეტცერი, ვოგტი, კოლერი (შრეიბერი 82), გრაბერი (სპირიგი 46), ფრიცკი (გრიუნენფელდერი 66)