ვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

AutoSharing Option
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც
შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
udidesi avtoritetis mqone machaidze da yipianic ki ar daindo axalkacma roca gundis intersi moitxovda satadarigoshi gaushva
kaxa
06 სექტემბერი 2019 08:30
3
არაბიძე ეროვნულ ნაკრებში!!!!!!! ვაისი სახლში!!!!!
gurami
06 სექტემბერი 2019 12:06
18
კაცი რო თურქეთში მე-2 ლიგის გუნდში გასაარდნად გამზადებულ კლუბში ზამენაზე ზის იმას რა უნდა ნაკრებში?
semi
06 სექტემბერი 2019 14:57
2
ყაზაიშვილი თუ კარგი იყო ესეიგი სხვა სპორტის სახეობის მწვთნელია ეს. მინიმუმ 3ჯერ პასი არ გააკეთა სადაც თავისუფალი პარტნიორი იდგა. ასეთი უკლასო ფეხბურთელების მნახველი არ ვარ არცერთ სხვა ქვეყანაში. ანუ ტექნიკური თამაში და 1-2 კაცის მოტყუება არ არის ფეხბურთი, ეს არის უბრაოდ მუღამის გასწორება ინდივიდუალურად. სწორ ფეხბურთს თამაშობს: პაპუნაშვილი, ხარაბაძე, კაკაბაძე, გვილია, ანანიძე, კანკავა, კვეკვესკირი, ხარაიშვილი და ეს ახალი ბიჭები კვარაცხელია, დავითაშვილიც ჯერ ჯერობი
giggs
06 სექტემბერი 2019 10:43
5
Kashi as cxvircin AR sheagdo more goli koream.
Bajo
06 სექტემბერი 2019 07:55
3
კაშის ცხვირწინაც შეაგდო და მაკარიძისაც,მერე დანარჩენი მცველებისაც,ამიტომ კაშიას ბრალია?ფეხბურთი გუნდური სპორტია,გსმენია ამაზე რამე?მაგრამ შენ რას გიხსნი,საქართველოში ზოგიერთ ფეხბურთში დასაქმებულებს ვერ შეუგნიათ ჯერ ეგ ამბავი.
გუნდი
06 სექტემბერი 2019 10:06
4
gaitanet "grelandia" vaisma mochama tavisi!!!
სანდრო
06 სექტემბერი 2019 17:00
0
ქვილითაიას შემოსვლა მომეწონა, მემგონი ძირითადს იმსახურებს... ყაზაიშვილი ტექნიკურია, მაგრამ ნელი, სჯობია ცენტრში, ფორვარდის უკან ითამაშოს, ფლანგებზე სწრაფი გარემარბია აუცილებელი, ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება...
ლაშა
06 სექტემბერი 2019 13:42
2
გეთანხმები 100%.. დავითაშვილი მარცხენა ფლანგზე და ვაკო შუაში შეწეული უფრო პროდუქტიული იქნებოდნენ ორივე.
მოკლე კომენტარი
06 სექტემბერი 2019 18:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული