"ბრონდბიუ" საბა ლობჟანიძის შეძენას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღესაც ცდილობდა, თუმცა...

AutoSharing Option
როგორც დანიური გამოცემა B.T. წერს, "ბრონდბიუ" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღესაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს "რანდერსთან" საბა ლობჟანიძის თაობაზე, თუმცა ზედმეტი ფეხბურთელების "თავიდან მოშორება" ვერ მოახერხა და საბა ლობჟანიძის ტრანსფერიც ვერ შედგა.

"ბრონდბიუს" მარცხენა მცველ იენს მარტინს გამელბისა და თავდამსხმელ ანტე ერსეგის სხვა კლუბებში გაშვება სურდა. თან, მცველის მიმართ ინტერესს დანიური სუპერლიგის რამდენიმე კლუბი იჩენდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ყველა გუნდის წინადადება უარყო.

"ბრონდბიუს" სპორტულმა დირექტორმა კარლსტენ იენსენმა არაფერი თქვა საბა ლობჟანიძის მიმართ არსებული ინტერესის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ კლუბი ახალი ფეხბურთელის დამატებას იქამდე
ვერ შეძლებს, სანამ ზედმეტი მოთამაშეებისაგან არ გათავისუფლდება.

"ბრონდბიუს" საბას შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეძლება, ან საზაფხულო ფანჯრისას, როცა ლობჟანიძეს "რანდერსთან" კონტრაქტი დაუმთავრდება. თუმცა, საბას ძალიან კარგი ფორმიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ქართველი შემტევით "ბრონდბიუზე" უფრო ძლიერი კლუბიც დაინტერესდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული