U17. საქართველოს ნაკრებმა სირენკას თასზე პირველი მატჩი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე მატჩი ჩაატარა და მასპინძლებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა თავისიანები დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, თუმცა სანაცვლოდ პოლონელებმაც მოუმატეს და 70-ე წუთზე ჩიელემეცკის გოლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი ბურთი კი ვლოდარჩიკმა ბოლო წუთზე შეაგდო.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ტატიშვილი, ავალიანი, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, თურაზაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ზოსიაშვილი, აბჟანდაძე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული