ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

AutoSharing Option
დანიასთან ევროშესარჩევი ტურნირის შეხვედრაში (0:0) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩინებულად გაისარჯა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა:

"ასეთ ძლიერ მეტოქესთან, თუნდაც საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრე, ნამდვილად არაა ცუდი შედეგი.

იმედი მაქვს, ჩემი თამაშით გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. რაც შემეძლო ვცდილობდი, ვაკეთებდი და რაც გამოვიდა, ეს არის.

იმედია, გავაგრძელებ პროგრესს და ნაკრებს კვლავ დავეხმარები.

ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ! ჩვენს ჯგუფში, გიბრალტარის გარდა, სხვა მეტოქეებთანაც გვმართებს გამარჯვება".

altკარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი

შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე ესპანეთთან

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

 

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ არის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
ანანიძის გარდა ყველამ კარგათ ითამაშა და საერთოდ ანანიძე რა სანაკრებოა,პრველ ტაიმში ხომ არაფერი არ გაუკეთებია, მეორეში საერთოდ დაიკარგა, დასეირნობდა კვატივით, ახლა ისე გავარდება კუთხურებზე გეგონება მისი ჩაწოდებულები გაგვაოცებს.
ლევანი
09 სექტემბერი 2019 13:58
3
ყოჩაღთ ბიჭებო, ყველას 10-იანები გეკუთვნით, აი ანანიძე რისთვის გამოყავს ვაისს მომკალი და ამას ვერ ვიგებ, პირველ ტაიმში ერთი ორჯერ შეეხო ბურთს მეორეში კი სართოდ არა , უბრალოდ დასეირნობდა, ანუ 10 კაცით ვითამაშეთ.
გიორგი
09 სექტემბერი 2019 13:54
4
საქართველოს ნაკრებს ჭირდება სულ ოთხი ოთოსნაირი ფეხბურთელის დამატება ერთი საყრდენზე ერთი გამთამაშებლად ერთი მარცხენა ფლანგზე და ერთიც მარჯვენა ფლანგზე და საქართველოს ნაკრები იქნება სერიოზული ძალა. მაგრამ სადაა...
giorgi
09 სექტემბერი 2019 13:25
1
რომ ამბობთ კარებში არ დაურტყიათო,დანიამ რამდენჯერ დაარტყა კარში?
ზურა
09 სექტემბერი 2019 10:12
5
კარგად ითამაშა ოთარმა ამ პოზიციაზე, მიმაჩნია რომ აუცილებლად უნდა იყოს ის ძირითადში ამ პოზიციაზე!
k
09 სექტემბერი 2019 09:59
1
ამ სურათზე ის მომენტია გადაღებული, რაც მსაჯს (რომელიც იქვე იდგა) უნდა დაენახა, რომ კიტეიშვილი წააქციეს. აშკარა ჯარიმა არ დანიშნა. ასეთები სხვაც იყო. ამის გა,ო ეჩხუბა ვაისი და მიიღო ყვითელი.

საერთოდ კიტეიშვილის ჯარიმის გარეშე ბურთს ვერ ართმევდნენ. ძალიან კარგია, მაგრად ითამაშა და უსამართლოდ ნუ კბენთ ზოგიერთები.

ლევანი
09 სექტემბერი 2019 08:33
0
რისი მომგები ხართ:(((
ჯერ კარში დარტყმაზე ივარჯიშეთ უბანში...
სააკაძე
09 სექტემბერი 2019 05:17
25
დიდო სარდალო, მართალ კაცს რად სჩაგრავ?
თეიმურაზი
09 სექტემბერი 2019 08:30
0
ბევრად უკეთ თამაშობს, ვინემ საკუთარ აზრს გამოხატავს - ბუნებრივი იქნება, რომ მოგებაზე იფიქროთ, მაგრამ რომ მოიგოთ, ეგ ბუნებრივი კი არა, არაბუნებრივად გადასარევი რამე იქნება...
მ. ტ.
09 სექტემბერი 2019 01:44
2
რახან იძახიან მოვიგებთო,წააგებენ
გრიგოლ1408
09 სექტემბერი 2019 01:41
25
საუკეთესო თუ დღეს ვინმე იყო ჩვენს ნაკრებშ იყო ოთარი ბოლომდე ჯიგრით ითამაშა მაქსიმუმი ჩადო დიდი იმედი მაქვს სეზონის ბოლოს კარგ ჩემპიონატში გადავა ან ავსტრიაში თუ დარჩა ზალსბურგმა მიაქციოს ყურადღება.
Giorgi
09 სექტემბერი 2019 01:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული