დანიელები: ქართულმა ორკესტრმა დანიის ჰიმნი ზედმეტად სწრაფად შეასრულა

AutoSharing Option
გუშინ, 8 სექტემბერს, საქართველოსა და დანიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დანიური გამოცემა fyens.dk აღნიშნავდა, რომ ქართულმა სამხედრო ორკესტრმა, მართალია, შეცდომა არ დაუშვა, თუმცა დანიის ეროვნული ჰიმნი არაბუნებრივად სწრაფად შეასრულა.

"ალბათ, სამხედრო ორკესტრის ბრალი არ იყო, თუმცა ჰიმნი ნამდვილად ძალიან სწრაფად შესრულდა. იყო თუ არა სწრაფად შესრულებული ჰიმნი დანიელთა ნელი თამაშის მიზეზი, ეს კი, უკვე საეჭვოა", - წერს გამოცემა.

ალბათ, ქართველ მუსიკოსებს ოდნავ სწრაფ ტემპში დაკრული ჰიმნი ეპატიებათ, იმასთან შედარებით, რაც შოტლანდიელებმა ჩვენ გაგვიკეთეს ან ფრანგებმა - ალბანელებს. ტემპის მომატება არ
გამორჩენიათ და ესეც კი აღნიშნეს, რაიმე შეცდომა რომ დაეშვათ ქართველ მუსიკოსებს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ დაგეთანხმებით. მე დიდი ხანია დანიაში ვცხოვრობ და აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ ამ ჰიმნს. თანაც განათლებით მუსიკოსი ვარ. მშვენივრად დაუკრეს, ჩვეულებრივ ტემპში. ნუ აბრალებთ :-) :-)
irina
17:30 09-09-2019
0
შოტლანდიის სარაგბო ან საფეხბურთო ნაკრები რომ ჩამოვა აწი თბილისში, ორკესტრს დავაკვრევინოთ სიმღერა Jerusalem, რომელიც ინგლისის არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება ;)
rasa
16:07 09-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული