ლევან კობიაშვილი: აზერბაიჯანში გაუხარდებათ, თუ ევროპირველობაზე ბაქოში ვითამაშებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბაქოში ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის შემდეგ, azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა და კითხვებზე ფრიად დიპლომატიური პასუხები გასცა.

- ელოდით, რომ საქართველო აზერბაიჯანს ასეთი დიდი ანგარიშით დაამარცხებდა?
- მართალი გითხრათ, არა. სლოვაკეთთან აზერბაიჯანის თამაშს ვუყურეთ და თქვენმა გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა. ეს თამაში კი სულ სხვანაირი იყო. ჩემი აზრით, გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასასრულს ჩვენ მიერ გატანილი გოლი იყო. შემდეგ თქვენმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. იქამდე სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.

- საქართველოს ნაკრების
ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა?
- ფეხბურთში მუდამ მაქსიმალური ამოცანები უნდა დაისახო. ყოველთვის გამარჯვებისთვის ბრძოლაა საჭირო. ჩვენს ჯგუფში საფრანგეთი და შვეიცარია არიან. ჯგუფიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ძნელი იქნება. თუმცა, ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ორ შეხვედრაში 6 ქულის აღებამ გაგვახარა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- თქვენს გეგმებში აზერბაიჯანისა და საქართველოს პირველი ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება არ შედის?
- ერთა ლიგის და ევროპირველობის შესარჩევი მატჩების გათვალისწინებით, ამხანაგური შეხვედრების გამართვა გაჭირდა. თუ ასეთი შანსი მოგვეცა, აზერბაიჯანთან სიამოვნებით ვითამაშებთ. ბაქოში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ თქვენს ფეხბურთის ფედერაციასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

- თუ საქართველო ევრო 2020-ზე გავიდა, ბაქოში თამაშს ისურვებდით?
- ჩემთვის სულერთია, სად ვითამაშებთ. მთავარია, ევროპირველობაზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, ბაქოში მხარს დაგვიჭერენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მზად ვართ, 500 კილომეტრი კი არა, 10 000 კილომეტრიც კი გადავლახოთ.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები კავკასიაში უძლიერესია?
- ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. თქვენმა ნაკრებმა ახლახან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან, ხორვატებთან მატჩი ფრედ დაასრულა. აზერბაიჯანი ხორვატიის ფონზე მშვენივრად გამოიყურებოდა. ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ აზერბაიჯანის წარმატებები გვახარებს და დარწმუნებული ვარ, აქ გაუხარდებათ, თუ ევრო 2020-ის მატჩებზე ბაქოში ჩამოვალთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოდით რა გულახდილად ვთქვათ,როგორც ჩვენ არ მოგვწონს სომხების და აზერების წარმატება,ისე არიან ისენი ჩვენც მიმართაც. ეს შურია,არ გვინდა ისენი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და იგივენაირად ფიქრობენ ისინიც.
გოგა
12 სექტემბერი 2019 13:09
5
აზერები კოსოვოს დაუჭერენ მხარს, ასე რომ არ გვაწყობს.
ddgfdf
12 სექტემბერი 2019 02:46
20
და რატომ დაუჭერენ მხარს კოსოვოს? რაში აწყობს აზერბაიჯანს კოსოვოს მხარდაჭერა? კოსოვო სერბებისთვის თითქმის იგივეა რაც აზერებისთვის ყარაბაღი.
ნიკა
12 სექტემბერი 2019 12:31
2
რა შუაშია კოსოვო? საქართველოც და კოსოვოც ორივე ერთდროულად ვერ ითამაშებს ბაქოში ან ერთი გავარდება და ან მეორე.
David
12 სექტემბერი 2019 10:32
2
აბა მთლად გადაირევიან აზერები და მერე სომხებიც სიხარულით
irakli
12 სექტემბერი 2019 00:16
7
სომხებიც და აზერებიც ,შენ წარმოიდგინე, ჩვენ გვიგულშემატკივრებენ-ასე არის ისტორიულად.
irakli-s
12 სექტემბერი 2019 13:07
2
სომეხი ვარ და არ მაინტერესებს ორი მოძმე ერების ურთიერთება ...
irakli s
12 სექტემბერი 2019 01:39
3
სათაური რომ წავიკითხე მეგონა ერთა ლიგის ფინალის შესახებ იყო დაწერილი. თუ ჩვენც გავედით და კოსოვოც, სად უნდა ვეთამაშოთ, არ გაინტერესებთ? ჩვენთან ვერ ითამაშებენ არა ვცნობთ სახელმწიფოს. ასევე ვერც კოსოვოში ჩავალთ, ჩვენთვის არ არსებობენ როგორც სახელმწიფო. ასე რომ აზერები ყველაზე მისაღებია ჩემი აზრით.
emigranti
11 სექტემბერი 2019 23:42
5
სომხეთი ხო აღიარებს :) ყარაბაღში ითამაშონ :) :) :)
გიორგი
12 სექტემბერი 2019 02:41
4
კოსოვო თბილისში უპრობლემოდ ითამაშებს. არ ვცნობთ მაგრამ სპორტულ ტურნირებზე პრობლემას არ ვუქმნით.
12 სექტემბერი 2019 02:29
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული