"ნამდვილად არ ვიცი რამდენად რეალურია ვლადიმირ ვაისის მიმართ "ასტანას" ინტერესი, რადგან რომელიღაც ქვეყანაში, რომელიღაც სააგენტოს მიერ დაწერილი ინფორმაციას ასე ვერ ვენდობით.
თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაციები მაქვს, რომ ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე სერიოზული ინტერესები იყო და მათ შესახებ არსად არ დაწერილა.
ეს ცუდი არაა, არც ახალია ჩვენთვის. თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ ვლადიმირ ვაისთან ხელშეკრულება 2020 წლის მარტამდე გვაქვს და ეს თემა ჩვენთვის აქტუალური არაა.
ვიცით რისთვის მეზადებით, ვიცით, რომ ამ ეტაპზე არსებული შედეგებით კმაყოფილები ვართ და ამიტომაც გაუგრძელდა მწვრთნელს ხელშეკრულება. ამას გარდა, საერთო მიზანი გვაქვს და ეს არაა ერთი კონკრეტული მხარის მიზანი. ვიცით ვლადიმირის განწყობები, სურვილები. ის საქართველოს ნაკრებში მუშაობით კმაყოფილი და ბედნიერია."
ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...
ეხლა რომ ახალი მწვრთნელი მოვიყვანოთ რაც არ უნდა მაგარი იყოს გადალაგებას მოუნდება 1 წელი.
იფოკუსნიკა ჯუღელმა და რუსთავის მერიამ - სამი მილიონი ევრო რომაა აორთქლებული, იმაზე რატომაა პირში წყალჩაგუბებული?