ლევან კობიაშვილი: ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ინტერესები იყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იმედის ეთერში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლდიმირ ვაისის მიმართ ყაზახური "ასტანას" ინტერესზე ისაუბრა. 

"ნამდვილად არ ვიცი რამდენად რეალურია ვლადიმირ ვაისის მიმართ "ასტანას" ინტერესი, რადგან რომელიღაც ქვეყანაში, რომელიღაც სააგენტოს მიერ დაწერილი ინფორმაციას ასე ვერ ვენდობით.

თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაციები მაქვს, რომ ვლადიმირ ვაისის მიმართ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე სერიოზული ინტერესები იყო და მათ შესახებ არსად არ დაწერილა.

ეს ცუდი არაა, არც ახალია ჩვენთვის. თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ ვლადიმირ
ვაისთან ხელშეკრულება 2020 წლის მარტამდე გვაქვს და ეს თემა ჩვენთვის აქტუალური არაა.

ვიცით რისთვის მეზადებით, ვიცით, რომ ამ ეტაპზე არსებული შედეგებით კმაყოფილები ვართ და ამიტომაც გაუგრძელდა მწვრთნელს ხელშეკრულება. ამას გარდა, საერთო მიზანი გვაქვს და ეს არაა ერთი კონკრეტული მხარის მიზანი. ვიცით ვლადიმირის განწყობები, სურვილები. ის საქართველოს ნაკრებში მუშაობით კმაყოფილი და ბედნიერია."

altვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

alt"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე რა მიკვირს იცით,კობიაშვილი რა კარგი ფეხბურთელი იყო და კმაყოფილი რომაა ვაისის,როგორც მწვრთნელის.ტიპს არ მოუგია თავისი სამწვრთნელო მოღვაწეობის პერიოდში არცერთი ნორმალური გუნდისთვის,რაც მოიგო აგერ გამოჩნდა ვისი წყალობით,რომ არა ის ოქროს ბიჭი,ტიპი ათამაშებს გუნდს 80იანი წლების ფეხბურთს,ზამენებს აკეთებს თამაშის ბოლოს და იმასაც უაზროს,სასტავს ვერ აყენებს,წააგებს და ყველაფერს აბრალებს ფეხბურთელებს,უარყოფს გულშემატკივართა აზრს,სასწაული ჯიუტია,საქართველოში ჩამოდის როგორც ტურისტი და ა.შ.და ყოველივე ამის მერე იძახი, რომ კმაყოფილი ვარო მაგის მუშაობითო.
კახა ქ.
16:23 15-09-2019
8
გასაგებია რომ გულშემატკივრების არ გესმის, ჩვეულებრივი მედროვე აღმოჩდი შენც, მარა პროფესიონალი ფეხბურთელი იყავი და მოუგებელი თამაშების შემდეგ როგორ ხარ კმაყოფილი? მე ნაკრებებზე მაქვს საუბარი და არა ანდორა ლატვიაზე, რომლებიც ყველას გაფენილი ყავთ)) ყოჩაღ შენ და შენს ფეხბურთელობას კობია. მარტში გნახავ შენც და მაგ უვიც "ვაი ვაისსაც"
Geo_Dinamo
21:52 15-09-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული