ჩინებულად ასპარეზობს პორტუგალიის ჩემპიონატში მეკარე გიორგი მაკარიძე.
22 სექტემბერს, პრიმეირა ლიგის მე-6 ტურში მისი "სეტუბალი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "პორტიმონენსეს" - 0:0.
მაკარიძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში არ გაუშვა გოლი, სულ კი პირველობის 5 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.
ეგაა, მისი გუნდი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და 7 ქულით მე-11 ადგილზეა, 28 სექტემბერს კი მძიმე გამოცდა ელის - ლისაბონში ლიდერ "ბენფიკასთან".