ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე, რომლის გაწვრთნილმა ტაშკენტის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატი დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიგო, nuz.uz-ის ინფორმაციით, უფრო და უფრო დაუახლოვდა ამავე ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვადაზე ადრე გაწყვიტა კონტრაქტი არგენტინელ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერთან, რომლის სამწვრთნელო შტაბიც წელიწადში 2 მილიონ ევროს იღებდა.
უზბეკური გამოცემების მიხედვით, მათი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი შოთა არველაძე გახლავთ და კუპერის გათავისუფლების შემდეგ შოთა კიდევ უფრო დაუახლოვდა უზბეკეთის ეროვნულ გუნდს.