გიორგი ჩაკვეტაძე FIFA 20-ის ტალანტებს შორის მოხვდა

AutoSharing Option
ბელგიური "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე პოპულარული კომპიუტერული თამაშის, FIFA 20-ის ტალანტებს შორის მოხვდა.

თამაშის შემქმნელებმა გიორგის მაჩვენებელი FIFA 19-თან შედარებით 12 ერთეულით გაზარდეს და ახლა 74 გახლავთ. პოტენციური ზრდის მიხედვით, თამაშის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ გიორგის დონე 86-მდე შეიძლება გაიზარდოს და ამ მაჩვენებლით ის მარტინ ედეგორს, კარლოს ალენიას, იანის ჰაჯის, მეისონ მოუნთსა და ბევრ სხვა ცნობილ ახალგაზრდა ფეხბურთელს უსწრებს.

აღნიშნული თამაშის საცდელი ვერსია უკვე ჩაშვებულია და მომხმარებლებს მისი დატესტვა შეუძლიათ. ოფიციალური, სრული ვერსია 2019 წლის ბოლოს გამოვა.

alt

გიორგი ჩაკვეტაძე FIFA 20-ის ტალანტებს შორის მოხვდა" style="height: 50px; width: 50px;" />"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა

alt"გენტის" დირექტორი: ჩაკვეტაძის თაობაზე ძალიან კარგი შემოთავაზებები გვქონდა

altრომელია გიორგი? - La Gazzetta dello Sport-მა ჩაკვეტაძე ტალანტების სიაში შეიყვანა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული