რა შეიცვალა ფორმატშეცვლილ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
უეფამ 2020/21 წლების სეზონისთვის ერთა ლიგის ფორმატში ცვლილებები დაამტკიცა.

D ლიგის შემცირების შედეგად სხვა ლიგებში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - A, B და C ლიგებში 16-16 გუნდი იასპარეზებს.

A ლიგა: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია.

A ლიგის მონაწილენი 4 ჯგუფად დაიყოფიან, გამარჯვებულები პლეი-ოფში გავლენ, ხოლო აუტსაიდერები ქვედა დივიზიონში დაქვეითდებიან.

B ჯგუფი: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი.

B ლიგაშიც
4 ჯგუფია, რომლის გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, ბოლოადგილოსნები კი C ლიგაში დაქვეითდებიან.

C ლიგა: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა.

C ლიგაშიც 4 ჯგუფია, გამარჯვებულები B ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ და მათ შორის 2 დამარცხებული D ლიგაში დაქვეითდება.

D ლიგა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო.

აქ ერთი ოთხგუნდიანი და ერთი სამგუნდიანი ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.

"ფორმატში ცვლილებები ფეხბურთის 55-ივე ფედერაციასთან დისკუსიის შემდეგ დამტკიცდა. მიზანი მომავალში ამხანაგური მატჩების შემცირება იყო. აგრეთვე, ამ რეფორმამ უნდა აამაღლოს სპორტული ბრძოლის დონე, რამეთუ ყველა გუნდი ბოლო შეხვედრებს ერთ დროს ჩაატარებს. თამაშების რაოდენობა 138-დან 162-მდე გაიზრდება, რითაც შეჯიბრების კომერციული შემადგენელი გაიზრდება", - წერს უეფას საიტი.

2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა 2020 წლის 3 მარტს ჩატარდება, ტურნირი კი სტარტს 2020 წლის სექტემბერში აიღებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალში D ლიგიდან საქართველოს ნაკრები გავიდა და ევროპირველობის საგზურის მოპოვების კარგი შესაძლებლობა აქვს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ღმერთს და უეფას რომ კიდევ ერთხელ გვაძლევენ შანსს ჯგუფის მოგების ....მაგრამ სინამდვილეში საქმე გერმანიის გამო გააკეთეს ეს უეჭველი არ იკადრეს ბიჭებმა ბ ჯგუფში თამაში....
ახახა
03:36 25-09-2019
0
კარგით რა,ძალიანაც ნუ გააფეტიშეთ კოსოვოს ნაკრები!ერთი ჩვეულიბრივი გუნდია,რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელით!მაგათაც თუ ვერ მოუგე,მაშინ არაფერი გესაქმება ევროპის ჩემპიონატზე!
Alex.F
16:13 25-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული