თასის ნახევარფინალისტები გაირკვა - კვასხვაძე პენალტების დიდოსტატია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

"გარეჯმა" საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე "თბილისი სიტი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მე-15 წუთზე "გარეჯი" ვახტანგ კაპანაძემ დააწინაურა, 63-ე წუთზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა. "თბილისი სითიმ" ერთი ბურთის გაქვითვა 89-ე წუთზე ლევან ქალდანის გოლით შეძლო.

"რუსთავი" და ქუთაისის "ტორპედო" ერთმანეთს ტექნიკურ ცენტრში შეხვდნენ. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. გოლები არც დამატებით ტაიმებში გავიდა და პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

პენალტების სერიაში "ტორპედომ" მეტოქეს 4:2 სძლია და თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ
ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ პენალტი მოიგერია და თავადაც გაიტანა.

საქართველოს თასის 1/2-ფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია და ესენი არიან: თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "საბურთალო", "გარეჯი" და ქუთაისის "ტორპედო".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიამ ორი გოლი შეაგდო დღეს ბელგიაში
გიორგი
00:00 26-09-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული