"ზულტე ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია ტრავმირებულია.
კლუბის საიტის ცნობით, ზარანდიას მუხლქვეშა მყესის პრობლემა აქვს და გუნდის მწვრთნელმა თავის დაზღვევის მიზნით მისი დასვენება გადაწყვიტა.
დღეს, 25 სექტემბერს, "ზულტე ვარეგემი" თასის 1/16-ფინალში მეორე სამოყვარულო ლიგის "დაფელს" უმასპინძლებს და ზარანდიას არ ათამაშებენ.
ის, სავარაუდოდ, 28 სექტემბერს, ჩემპიონატზე "მუსკრონთან" გასვლით შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.