იეს ტორუპი: ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს, მაგრამ ვერ გავრისკავთ

AutoSharing Option
მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, რიგი ბელგიური გამოცემები კი ამტკიცებენ, რომ 24 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე "ვოლფსბურგთან" ითამაშებს. მის შესახებ მწვრთნელმა იეს ტორუპმა ისაუბრა.

"გიორგი მწყობრში ჩასადგომად ბევრს შრომობს და ფიზმომზადების მწვრთნელიც ძალიან ეხმარება. დღეში 2-3 ინდივიდუალური ვარჯიშის რთული პროგრამა შეუდგინეს და ხანდახან ვარჯიშის ბოლოს ბურთითაც თამაშობს.

დაუბრუნდა შეგრძნება, რომ გუნდთან ერთადაა და ითამაშებს. ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და მალე დაბრუნების იმედი აქვს. თუმცა, მხოლოდ მაშინ ვათამაშებ, როდესაც 100%-ით იქნება მზად. ვფიქრობ, ეს ნაახალწლევს მოხდება.
ვერ გავრისკავთ და არ ვიჩქარებთ", - ციტირებს ტორუპს კლუბის საიტი.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი დრო გიცდება მაგრამ არაუშავს, მთავარია ჯანმრთელად იყო.
შენი იმედი გვაქვს!!
შოთა
03:23 28-09-2019
0

სიახლეები პოპულარული