ათამაშდა, ათამაშდა - გიორგი არაბიძე "ადანასპორის" მოტორია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი არაბიძე მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ აქამდე არა და არ აეწყო მისი საკლუბო კარიერა და რაოდენ სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, ჩინებულად ათამაშდა.

"ადანასპორის" ქართველმა შემტევმა 24 სექტემბერს თურქეთის თასზე "ფეტიესპორს" დამატებით დროში თქვენი მოწონებული საჯარიმო გაუტანა, დღეს კი ჩემპიონტზე "ალტაისთან" საშინაო მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ადანელები არაბიძის მეცადინეობით სამჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მეტოქემ სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (ბოლოს 90-ე წუთზე) და ფრეს (3:3) მიაღწია.

არაბიძის გუნდი 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-13 ადგილზეა და 6 ოქტომბერს სტუმრად "უმრანიესპორს" დაუპირისპირდება. ქართველი
გულშემატკივრისთვის კი მთავარი გიორგის ფორმაში ჩადგომაა და იმედია, პროგრესირებას განაგრძობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც კი პიროვნებად ჩამოყალიბდება, ეგრევე დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ჯერ პაცანია სამწუხაროდ.
ბმბ
01:32 29-09-2019
3
მაგარი ბიჭია!!! როგორ მიხარია, რომ ამ სურთში გულიანად იცინის!!! მიდი გიო, დაუმტკიცე ყველას, რომ ძალიან მაგარი ხარ!!!
დათო
22:40 28-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული