გიორგი არაბიძე მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ აქამდე არა და არ აეწყო მისი საკლუბო კარიერა და რაოდენ სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, ჩინებულად ათამაშდა.
"ადანასპორის" ქართველმა შემტევმა 24 სექტემბერს თურქეთის თასზე "ფეტიესპორს" დამატებით დროში თქვენი მოწონებული საჯარიმო გაუტანა, დღეს კი ჩემპიონტზე "ალტაისთან" საშინაო მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ადანელები არაბიძის მეცადინეობით სამჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მეტოქემ სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (ბოლოს 90-ე წუთზე) და ფრეს (3:3) მიაღწია.
არაბიძის გუნდი 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-13 ადგილზეა და 6 ოქტომბერს სტუმრად "უმრანიესპორს" დაუპირისპირდება. ქართველი გულშემატკივრისთვის კი მთავარი გიორგის ფორმაში ჩადგომაა და იმედია, პროგრესირებას განაგრძობს.