"ირლანდიური წყევლის" მოსახსნელად - როგორ ფორმაში არიან ნაკრების ფეხბურთელები?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გიბრალტართან სტუმრად შეხვედრას გამართავს.

მომავალი კვირის დასაწყისში უკვე უნდა გახდეს ცნობილი ვლადიმირ ვაისის სია, თუმცა მანამდე შეგვიძლია გადავხედოთ თუ როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები.

მეკარეები

გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო და „ენოსისთან“ ერთი გოლი გავიდა მის კარებში.

ამავდროულად მისი კონკურენტი გიორგი მაკარიძე იდეალურ ფორმაშია, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ევროპის პირველ 10 ჩემპიონატში ის მშრალი სერიით საუკეთესო იყო. ბოლო დაპირისპირებაში კი „ბენფიკასთან“, რომ არა ქართველი გოლკიპერი, "სეტუბალი" უთუოდ დიდი
ანგარიშით წააგებდა. ის საუკეთესო იყო გუნდის შემადგენლობაში.

მოედანს დაუბრუნდა როინ კვასხვაძეც, რომელმაც „ტორპედოს“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. მან „რუსთავთან“ შეხვედრაში პენალტების სერიაში პენალტიც მოიგერია და ამავდროულად გაიტანა კიდეც.

დაცვა

ოთარ კაკაბაძემ „ლუცერნში“ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, განსაკუთრებით კარგი შეხვედრა „ქსამაქსთან“ გამოუვიდა, სადაც მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, 24 წლის მცველი კი ტურის სიმბოლურში მოხვდა.

გურამ კაშიას არა აქვს კარგი პერიოდი, „სან ხოსეს“ წაგებების სერია დაუგროვდა და პლეი ოფის ზონაში აღარ იმყოფება. ამავდროულად ქართველი მცველი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობს, ბოლო შეხვედრაში „ფილადელფიასთან“ 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივში" ოფიციალურ მატჩში საბა კვირკველიამ პირველად მიიღო მონაწილეობა. რუსეთის თასის 1/16-ფინალში მწვრთნელმა იური სიომინმა კალინინგრადში "ბალტიკას" დუბლები დაუპირისპირა და კვირკველია შეუცვლელად ათამაშა. ამ შეხვედრაში კი მოსკოველები პენალტების სერიაში თასს დაემშვიდობნენ.

ბოლო შეხვედრაში ტულის „არსენალის“ მწვრთნელმა გია გრიგალავას დასვენების საშუალება მისცა და განაცხადში არ შეიყვანა. მანამდე ქართველმა ჩემპიონატის შეხვედრებში უცვლელად იასპარეზა.

ანალოგიურად დასვენების საშუალება მიეცა ჯიმი ტაბიძეს, რომელიც თასის შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იყო. მანამდე ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო.

ლევან ხარაბაძის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა, ორ შემთხვევაში 19 წლის მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ერთხელ კი სათადარიგოდან მოუწია თამაში.

ლაშა დვალს და დავით ხოჭოლავას სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მოშუშებული ექნებათ, თუმცა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე რამდენად მოხვდებიან ისინი განაცხადში უცნობია.


ნახევარდაცვა


ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში სამი შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ გამორჩეულიც იყო, "ოკჟეტპესთან" მატჩის შემდეგ კი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ უცვლელი ფიგურაა და გუნდში მუდმივი სათამაშო დრო აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბისთვის ის ნახევარდაცვაში უნივერსალია, სანაკრებო პაუზის შემდეგ სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე შემთხვევაში სხვადასხვა პოზიციაზე.

ვაკო გვილიამ „ლეგიაში“ სამი შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა, ქართველი ნახევარმცველი კვლავ საუცხოო ფორმაშია. სექტემბრის თვეში გოლით გამოირჩა საბა ლობჟანიძეც, რომელმაც „ჰორსენს“ გაუტანა.

გუნდში უცვლელია ვახტანგ ჭანტურიშვილიც, ქართველმა ჩეხეთის პირველობის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი პაპუნაშვილმა სათასო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა სეგუნდა დივიზიონში ორ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.

ზურიკო დავითაშვილი ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება მოედანს, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მას „რუბინში“ სათასო შეხვედრაში მისცეს ძირითად შემადგენლობაში შანსი, სხვა შემთხვევაში შეცვლაზე უწევდა თამაში. აქვე დავძენ, რომ სასურველია ამჯერად მაინც დაუთმონ ის ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც ძალიან რთული დაპირისპირება ელის შვეიცარიის ნაკრებთან.

კვლავ მინიმალური დრო ეძლევა გიორგი აბურჯანიას „ტვენტეში“, ჰოლანდიურ კლუბში ქართველს ნაკლებად ენდობიან. სათადარიგოა კლუბში ჯანო ანანიძეც, რომელსაც სათასო შეხვედრაშიც „კამაზთან“ მთავარი მწვრთნელი არ ენდო და მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე.

თორნიკე ოქრიაშვილმა მიკრო ტრავმაც მიიღო და მოედანზე დაბრუნებაც მოასწრო, მან „პაფოსთან“ შეხვედრაში იასპარეზა და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. 76-ე წუთზე კი ის მურთაზ დაუშვილმა შეცვალა, რომელიც ფამაგუსტელთა სათადარიგო ფეხბურთელია.

ლევან შენგელიას „ქონიასპორში“ მხოლოდ 16 წუთით ენდნენ, სხვა შემთხვევაში სათადარიგოა და თამაში არ უწევს.

ვაისისგან დაწუნებულმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში „ჰამარბისთან“ დუბლის შესრულებაც მოასწრო, ამავდროულად ორ ჩატარებულ შეხვედრაში უცვლელი იყო. „ზულტე-ვარეგემის“ შეხვედრებში ძირითადშია ლუკა ზარანდიაც.

თავდასხმა

საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებული ვაკო ყაზაიშვილი, ისეთი ეფექტური ვეღარ იყო მლს-ში, არადა კლუბში მასზე ყველაზე დიდი მოლოდინი იყო, რომ გუნდს პლეი ოფის საგზურს მოუტანდა. მაგრამ ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი თითოეულ შეხვედრაში საკმაოდ დაბალი იყო.

„გენტში“ ჩემპიონატის მატჩებში გიორგი ქვილითაიას კვლავ არ ენდობიან, თუმცა 25 სექტემბერს "გენტმა" თასზე სტუმრად 4:0 მოუგო ქვედალიგურ "აალსტს", მწვრთნელმა იეს ტორუპმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და როგორც იქნა, თავის წარმოჩენის საშუალება მისცა ქართველ ფორვარდს. ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და თავისი გუნდის მერვედფინალში გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გიბრალტართან სტუმრად გამართავს შეხვედრას.


კვირის დასაწყისში უკვე უნდა გახდეს ცნობილი ვლადიმირ ვაისის სია, თუმცა მანამდე შეგვიძლია გადავხედოთ თუ რა შეიცვალა დანიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ.


მეკარეები


გიორგი ლორიამ „ანორთოსისში“ ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო და „ენოსისისგან“ ერთი გოლი გავიდა მის კარებში.


თუმცა მისი კონკურენტი გიორგი მაკარიძე იდეალურ ფორმაშია, პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ის საუკეთესო იყო პირველ 10 ჩემპიონატში, ბოლო დაპირისპირებაში „ბენფიკასთან“, რომ არა ქართველი გოლკიპერი, "სეტუბალი" უთუოდ დიდი ანგარიშით წააგებდა. ის საუკეთესო იყო გუნდის შემადგენლობაში.


მოედანს დაუბრუნდა როინ კვასხვაძეც, რომელმაც დიდი როლი ითამაშა „ტორპედოს“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლაში. მან „რუსთავთან“ შეხვედრაში პენალტების სერიაში პენალტიც მოიგერია და ამავდროულად გაიტანა კიდეც.


დაცვა


ოთარ კაკაბაძემ „ლუცერნში“ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, განსაკუთრებით კარგი შეხვედრა „ქსამაქსთან“ გამოუვიდა, სადაც მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, 24 წლის მცველი კი ტურის სიმბოლურში მოხვდა.


გურამ კაშიას არა აქვს კარგი პერიოდი, „სან ხოსეს“ დიდი წაგებების სერია დაუგროვდა და პლეი ოფის ზონაში აღარ იმყოფება. ამავდროულად ქართველი მცველი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობს, ბოლო შეხვედრაში „ფილადელფიასთან“ 5-წუთიან მონაკვეთში 2 შეცდომა დაუშვა, რაც "სან ხოსეს" მარცხის ფასად დაუჯდა.


ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივში" ოფიციალურ მატჩში საბა კვირკველიამ პირველად მიიღო მონაწილეობა. რუსეთის თასის 1/16-ფინალში მწვრთნელმა იური სიომინმა კალინინგრადში "ბალტიკას" დუბლები დაუპირისპირა და კვირკველია შეუცვლელად ათამაშა. ამ შეხვედრაში კი მოსკოველები პენალტების სერიაში თასს დაემშვიდობნენ.



ბოლო შეხვედრაში ტულის „არსენალის“ მწვრთნელმა გია გრიგალავას დასვენების საშუალება მისცა და განაცხადში არ შეიყვანა. მანამდე ქართველმა უცვლელად ჩემპიონატის ორ შეხვედრაში იასპარეზა.


ანალოგიურად დასვენების საშუალება მიეცა ჯიმი ტაბიძეს, რომელიც თასის შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იყო. მანამდე ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დამაჯერებელი იყო.


ლევან ხარაბაძის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა, ორ შემთხვევაში 19 წლის მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ერთხელ კი სათადარიგო მოუწია თამაში.



ლაშა დვალს და დავით ხოჭოლავას სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა მოშუშებული ექნებათ, თუმცა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე რამდენად მოხვდებიან ისინი განაცხადში უცნობია.



ნახევარდაცვა



ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყაზახეთის პრემიერ ლიგაში სამი შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ გამორჩეულიც იყო, "ოკჟეტპესთან" მატჩშის შემდეგ კი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.



ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ უცვლელი ფიგურაა და გუნდში მუდმივი სათამაშო დრო აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბისთვის ის ნახევარდაცვაში უნივერსალია, სანაკრებო პაუზის შემდეგ სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე შემთხვევასი სხვადასხვა პოზიციაზე.


ვაკო გვილიამ „ლეგიაში“ სამი შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა, ქართველი ნახევარმცველი კვლავ საუცხოო ფორმაშია.


სექტემბრის თვეში გოლით გამოირჩა საბა ლობჟანიძეც, რომელმაც „ჰორსენს“ გაუტანა.


გუნდში უცვლელია ვახტანგ ჭანტურიშვილიც, რომელმაც ჩეხეთის პირველობის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


გიორგი პაპუნაშვილმა სათასო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, თუმცა სეგუნდა დივიზიონში ორ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო.



ზურიკო დავითაშვილი ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება მოედანს, რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას მას „რუბინში“ სათასო შეხვედრაში მისცეს ძირითად შემადგენლობაში შანსი, სხვა შემთხვევაში შეცვლაზე უწევდა თამაში. აქვე დავძენ, რომ სასურველია ამჯერად მაინც დაუთმონ ის ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც ძალიან რთული დაპირისპირება ელის შვეიცარიის ნაკრებთან.



კვლავ მინიმალური დრო ეძლევა გიორგი აბურჯანიას „ტვენტეში“, ჰოლანდიურ კლუბში ქართველს ნაკლებად ენდობიან. სათადარიგოა კლუბში ჯანო ანანიძეც, რომელსაც სათასო შეხვედრაშიც „კამაზთან“ არ ენდნენ და მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე.



თორნიკე ოქრიაშვილმა მიკრო ტრავმაც მიიღო და მოედანზე დაბრუნებაც მოასწრო, მან „პაფოსთან“ შეხვედრაში იასპარეზა და ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. 76-ე წუთზე კი ის მურთაზ დაუშვილმა შეცვალა, რომელიც ფამაგუსტელთა სათადარიგო ფეხბურთელია.



ლევან შენგელიას „ქონიასპორში“ მხოლოდ 16 წუთით ენდნენ, სხვა შემთხვევაში სათადარიგოა და თამაში არ უწევს.


ვაისისგან დაწუნებულმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში „ჰამარბისთან“ დუბლის შესრულებაც მოასწრო, ამავდროულად ორ ჩატარებულ შეხვედრაში უცვლელი იყო. „ზულტე-ვარეგემის“ შეხვედრებში ძირითადშია ლუკა ზარანდიაც.



თავდასხმა


საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებული ვაკო ყაზაიშვილი, ისეთი ეფექტური ვეღარ იყო მლს-ში, არადა კლუბში ყველაზე მეტი მოლოდინი მასზე იყო, რომ გუნდს პლეი ოფის საგზურს მოუტანდა, თუმცა ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი თითოეულ შეხვედრაში საკმაოდ დაბალი იყო.


„გენტში“ ჩემპიონატის მატჩებში გიორგი ქვილითაიას კვლავ არ ენდობიან, თუმცა 25 სექტემბერს "გენტმა" თასზე სტუმრად 4:0 მოუგო ქვედალიგურ "აალსტს", მწვრთნელმა იეს ტორუპმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და როგორც იქნა, თავის წარმოჩენის საშუალება მისცა ქართველ ფორვარდს. ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და თავისი გუნდის მერვედფინალში გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
სხირტლაძეზე რატო არაფერი წერია სტატიაში?
ნოდარი
16:45 30-09-2019
0
კაშია აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს,კაშიას მსგავს ფეხბურთელს ჰქვია ნაკრების კაცი.არიან ფეხბურთელები,რომლებიც კლუბში ცუდი პერიოდის მიუხედავად ნაკრებში მაინც იძახებენ და თამაშობენ.ბევრი მაგალითია ამის,ასევე არიან ფეხბურთელები პირიქთ რომ აკეთებენ.ეს ფსიქოლოგიური მომენტია.აი მაგალითად ლუკას პოდოლსკი გერმანიის ნაკრების უცვლელი წევრი იყო ყოველთვის,მაშინაც კი როდესაც გასავარდნ ზონაში მყოფ კიოლნში თამაშობდა,გამოდიოდა ნაკრების ფორმით და გოლიც გაჰქონდა,მირო კლოზე ბევრად მაგარი იყო ნაკრებში ვიდრე კლუბში.იონას ჰექტორი კიოლნს მეორე ბუნდესლიგაში გადაჰყვა,მაგრამ ნაკრებში თამაშობდა.კაშია ნაკრებში მოედანზე სულს და გულს დებს,ამიტომ ის და კანკავა სანამ მოქმედი ფეხბურთელები არიან აუცილებლად უნდა გამოიძახონ ნქკრებში,ძალიან დიდ მუხტს აძლევენ და დადებით ატმოსფეროს ქმნიან გუნდში.წარმატებები ბიჭებს
გაუმარჯოს საქართველოს
06:35 30-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული