გიორგი ქვილითაია: შანსი მომცეს და ორივე ხელით ჩავეჭიდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ თასზე "ალსტთან" შესრულებულ დუბლზე, მომავალ მატჩში მონაწილეობის შანსზე და თანაგუნდელ გიორგი ჩაკვეტაძეზე კლუბის საიტთან ისაუბრა:

"დუბლის შესრულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს და ორივე ხელით ჩავეჭიდე. გასულ სეზონში არ გამიმართლა. ტრავმების გამო ბევრი ვერ ვითამაშე და წინასასეზონო შეკრებაც გამიცდა. ახლა ფორმაში ვდგები და შანსებიც მექნება.

ბევრი კონკურენტი მყავს და ყველას თავისი პლუსი აქვს. იარემჩუკი ძალიან სწრაფია, ხოლო დეპუატი ფიზიკურად მხეცია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად თამაში შემიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენცია გვაძლიერებს. მეგობრული გუნდი ვართ.
რა თქმა უნდა, თამაშის იმედი მაქვს. როდესაც მწვრთნელს დავჭირდები, გუნდს დავეხმარები.

მომენატრა ჩაკვეტაძესთან ერთად ასპარეზობა. ვარჯიშობს და თავადაც ხედავთ, ბედნიერია. იმედია, მალე დაბრუნდება. ტრავმის გამო რთული პერიოდი ჰქონდა. 5 თვე გაუცდა და ახლა ბურთის თამაშით სიამოვნებას იღებს. მახარებს, რომ ცხოვრებით ისევ ტკბება".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი არაა ცუდი ფეხბურთელი და გენტის სათადარიგო ფეხბურთელობა არაა მისი მაქსიმუმი. ასე რო უნდა წავიდეს მანდედან და გენტის დონის გუნდში სულ ითამაშებს სტაბილურად.
გოგა
10:05 28-09-2019
2
მაგარი ხარ გიორგი, ყველაფერი მაგრად იქნება, ეგ ტრავმა ნაკრებისთვის მიიღე გვახსოვს. წარმატებები
შოთა
03:32 28-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული