29 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 29-ე ტურში "დილამ" "ჩიხურას" 2:1 სძლია.
მე-11 წუთზე კუციას პასით გოშთელიანმა მასპინძლები დააწინაურა; 37-ე წუთზე, მეგრელიშვილის განივი გადაცემის შემდეგ დეკანოიძემ საპასუხო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თუმცა კომპენსირებულ დროში ფორტესმა გამარჯვება გორულ გუნდს მოუტანა.
"დილამ" 34 ქულა მოაგროვა და მეექვსე ადგილზე გადავიდა, ხოლო "ჩიხურა" 32 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ჩიხურა 2:1
გოლები: 1:0 გურამ გოშთელიანი (11), 1:1 ბესო დეკანოიძე (37), 2:1 ალვინ ფორტესი (90+4)
დილა (4-4-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ბალგუ იენდეუნტი, ერიკს სანტოსი, ლუკა რაზმაძე (კ) (ნიკა გაგნიძე 74), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი (მიკოლა კოვტალიუკი 61), გურამ გოშთელიანი (ლევან ქურდაძე 90+4)
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ირაკლი კამლაძე, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), ირაკლი ლექვთაძე (თორნიკე მუმლაძე 81), მიშიკო სარდალიშვილი (თეიმურაზ მარკოზაშვილი 74), რატი არდაზიშვილი, ბესო დეკანოიძე
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე