გია ცეცაძე ბაქოში მიიწვიეს და შეიძლება იქაური გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია ცეცაძის სამსახურით "საბაჰი" დაინტერესდა.

10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევის მატჩში ბაქოში 3:0 დაამარცხა აზერბაიჯანელები და სავარაუდოდ, ცეცაძისადმი ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდათ.

გამოცემის მტკიცებით, "საბაჰისა" და "საბაილის" მატჩს (3:0) ორი მწვრთნელი დაესწრო - ცეცაძე და ლუგანსკის "ზორიას" ყოფილი თავკაცი იური ვერნიდუბი. მათ გაესაუბრებიან და კლუბის სამეთვალყურეო საბჭო ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საბაჰის" მწვრთნელობის კანდიდატად კახა ცხადაძე განიხილებო
და, მაგრამ მან განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ azerisport-ისგან შეიტყო და "ორდაბასის" დატოვებას არ გეგმავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული