პრესაში გავრცელდა ინფორმაცია "ორდაბასის" მწვრთნელ კახაბერ ცხადაძის აზერბაიჯანში სამუშაოდ შესაძლო დაბრუნების თაობაზე. ამაზე თავად ცხადაძემ გააკეთა კომენტარი.
"მე მიყვარს აზერბაიჯანი, სადაც დიდხანს და ნაყოფიერად ვმუშაობდი. რაც შეეხება "საბაჰის" ინტერესს, პირველად თქვენგან გავიგე. "ორდაბასში" ვმუშაობ, რომელთან ერთადაც ჩემპიონობისთვის ვიბრძვი.
გუშინ კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე, მას უნდა, კიდევ ვითანამშრომლოთ. რაც შეეხება აზერბაიჯანში მუშაობას, მომავალში ყველაფერი შესაძლებელია", - განუცხადა ცხადაძემ azerisport-ს.